თბილისში, ვაგზლის მოედანზე, ფიროსმანის ქუჩაზე ხანძარია.
ცეცხლი ქუჩაზე მდებარე ჯიხურს გაუჩნდა.
მეხანძრეები ამ წუთებში მის ლოკალიზებას ცდილობენ. ადგილზე ოთხი სახანძრო ბრიგადა მუშაობს.
როგორც “ფორტუნას” საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურში განუცხადეს, შემთხვევის შედეგად არავინ დაშავებულა.
ხანძრის გამომწვევი მიზეზები, ამ დროსთვის, უცნობია.
