თბილისში 41-წლიანი გამოცდილების მქონე ფრანგული ბრენდის, BRICORAMA- ს, სარემონტო მასალების ჰიპერმარკეტი გაიხსნება.
როგორც ”ფორტუნას” კომპანიიდან აცნობეს, მარშალ-გელოვანის გამზირზე მდებარე პირველი ე.წ ”სითი ფორმატის” სარემონტო ჰიპერმარკეტი, სადაც 30 000-ზე მეტი დასახელების პროდუქტია წარმოდგენილი, 7 000 კვადრატულ მეტრ ფართობზე განთავსდა.
მათივე ცნობით, BRICORAMA არის “აკეთე შენით” ე.წ. DIY (do-it-yourself) კონცეფციის, რაც განსაკუთრებულად უმარტივებს მომხმარებელს აშენების, რემონტის, სახლისა და ეზოს მოწყობის პროცესს.
“BRICORAMA ევროპულ სტანდარტს ამკვიდრებს, როგორც პროდუქციის ხარისხის, ისე მომსახურების კუთხითაც. მისთვის პრიორიტეტულია მომხმარებლისთვის კომფორტული და გამარტივებული გარემოს შექმნა”, – განაცხადეს კომპანიაში და აღნიშნეს, რომ BRICORAMA-ს შემოსვლით ევროსტანდარტის პროდუქცია გაცილებით ხელმისაწვდომი ხდება საქართველოს მოსახლეობისთვის. ამასთან, ყველა საფასო კატეგორიის მომხმარებელი შეძლებს იპოვოს მისთვის სასურველი პროდუქტი.
ცნობისთვის, ფრანგული ბრენდის პირველი მაღაზია თბილისში 15 სექტემბერს გაიხსნება.