LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

თბილისში GYMKHANA-ში საქართველოს თასის გათამაშება გაიმართება

59

11 დეკემბერს, ვარდების მოედანზე გაიმართება საავტომობილო შეჯიბრი საქართველოს თასის გათამაშება GYMKHANA-(ჯიმხანა)-ში მეოთხე ეტაპი. შეჯიბრის ორგანიზატორია საქართველოს საავტომობილო სპორტის ფედერაციის მიერ ლიცენზირებული კლუბი LegalRacing-ი. შეჯიბრი იმართება თბილისის მერიის დახმარებით და შეჯიბრს თან ერთვის აქცია „გაუღიმე და გაატარე“. შეჯიბრის მიზანია ავტომოყვარულების რიცხვის ზრდა და ავტოსპორტის განვითარება საქართველში.

GYMKHANA – ავტოსპორტის ის სახეობაა, სადაც მრბოლელის განვითარება სხვადასხვა კუთხით ხდება: სწრაფი რეაქცია, მანევრირება, მახსოვრობა და უნარ-ჩვევები. მონაწილეს უწევს სხვადასხვა მართვის ტექნიკის გამოყენება, რათა მან გაიაროს მისთვის უცნობი გზა და შეასრულოს დავალებები უმოკლეს დროში. ეს ელემენტებია სწრაფი დამუხრუჭება, მანქანის მოცურება-მართვა, სიჩქარის განსაზღვრა და სხვა.

შეჯიბრში მონაწილეობა შეუძლია ნებისმიერ მოყვარულ და პროფესიონალ მრბოლელებს, რომლებიც სათანადო კლასებში დაიყოფიან. შეჯიბრი გალამაზდება DRIFT და Moto შოუთი.

საავტომობილო კლუბ LegalRacing-ის სათავეში უდგას საქართველოს 4 გზის ჩემპიონი წრიულ რბოლაში – (კლასი Tauring Light) დავით მენთეშაშვილი.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები