LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

თბილისში „ჰილტონის“ ახალი სასტუმრო 2021 წელს გაიხსნება

1

სასტუმროების ცნობილი ბრენდი კავკასიის რეგიონში ქსელის გაფართოებას განაგრძობს.

სასტუმროების ქსელიჰილტონსა და შპს „კიტ 2016-ს“ შორის გაფორმებული ხელშეკრულების საფუძველზე 2021 წელს დედაქალაქში, მდინარე მტკვრის მარცხენა სანაპიროზე ახალი, გამორჩეული დიზაინის სასტუმრო ჰილტონ გარდენ ინნ თბილისი რივერსაიდიგაიხსნება.

161-ნომრიანი სასტუმრო „ჰილტონ გარდენ ინნ თბილისი რივერსაიდი“ ქალაქის ერთ-ერთ ცენტრალურ უბანში, უნივერსიტეტების, სამინისტროებისა და სხვა მნიშვნელოვანი და მსხვილი კორპორაციების სათავო ოფისების სიახლოვეს, იალბუზის ქ. 17-ში აშენდება. ნომრები შთამბეჭდავი ხედებით, მაღალი კლასის რესტორანი და ბარი, ასევე ფიტნესცენტრი და 2 საკონფერენციო დარბაზი სტუმრებს განსაკუთრებულ მომსახურებას შესთავაზებს.

ცნობისთვის, ჰილტონისსასტუმროების ქსელი ევროპის 30-ზე მეტი ქვეყნის დედაქალაქშია წარმოდგენილი. „ჰილტონ გარდენ ინნ თბილისი რივერსაიდის“ გახსნა კომპანიის განვითარების სტრატეგიის ნაწილია, რაც გულისხმობს კონტინენტის ყველა მნიშვნელოვან ქალაქში ბრენდის სასტუმროს წარმოდგენას. დღეისათვის თბილისში უკვე მიმდინარეობს ქსელის ორი სასტუმროს მშენებლობა. „ჰილტონ თბილისისა“ და „ჰილტონ გარდენს ინნ თბილისი ჭავჭავაძის“ გახსნა 2019-2020 წლებშია დაგეგმილი.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g