თბილისში კორონავირუსით დაინფიცირებულთა რიცხვი 99-ით გაიზარდა. ამის შესახებ ინფექციური საავადმყოფოს ბოქსირებული განყოფილების ხელმძღვანელმა მარინა ენდელაძემ განაცხადა და მოსახლეობას სიფრთხილისკენ მოუწოდებს:
„ყველაზე მთავარია ის, რომ მოიმატა თბილისში ინფიცირების შემთხვევებმა. რა თქმა უნდა, ყველა რეგიონს ძალიან უნდა გავუფრთხილდეთ, მაგრამ მოსახლეობის სიმჭიდროვის გათვალისწინებით, ყველა მნიშვნელოვანი ღონისძიება აქ ხდება, ძალიან გვჭირდება სიფრთხილე, იქნებ როგორმე გადავურჩეთ ძლიერ დატვირთვას და ბევრი რაოდენობით ინფიცირებულის გამოვლენას“,-აღნიშნა ენდელაძემ.
საქართველოში გამოვლენილი კორონავირუსის 549 ახალი შემთხვევები რეგიონების მიხედვით შემდეგნაირად გადანაწილდა.
აჭარა – 348,
თბილისი – 99,
იმერეთი – 59,
სამეგრელო-ზემო სვანეთი – 19,
მცხეთა მთიანეთი – 10.
დანარჩენ რეგიონებში ერთეული შემთხვევებია.
რაჭა-ლეჩხუმსა და ქვემო სვანეთში – 1 ,
გურიასა და კახეთში – 3-3,
შიდა ქართლში – 4,
ქემო ქართლში – 1,
სამცხე ჯავახეთში – 1.
ბოლო 24 საათში კორონავირუსით გამოჯანმრთელდა 268 პაციენტი აქედან 209 აჭარაში.
მარინა ენდელაძის განცხადებით, დღევანდელი მონაცემებით, მკურნალობის ეტაპზე მყოფი 4 358 კოვიდინფიცირებულიდან 55 პაციენტის მდგომარეობა კრიტიკულია.
															