„პრაიმშოუში“ ძველი ქართული სიმღერა გააცოცხლეს და ახალი კლიპი შემოგვთავაზეს. „ქართულმა კვარტეტმა“, რომელიც კომპოზიტორმა და მომღერალმა დავით არჩვაძემ დააარსა, ჩაწერა კომპოზიციის „თბილისში ხომ გვირილებიც მღერიან“ ახალი ვერსია, რომელმაც მსმენელის დიდი მოწონება დაიმსახურა.