LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

თბილისში კორონავირუსით ახალნამშობიარევი 37 წლის ქალი გარდაიცვალა – „ორსული ჩვენთან საკმაოდ დიდხანს, ერთი თვე მკურნალობდა“

578
Untitled design (2)

პირველ საუნივერსიტეტო კლინიკაში ახალნამშობიარევი ქალი გარდაიცვალა. ამის შესახებ „ფორტუნას“  საავადმყოფოს კლინიკურმა დირექტორმა ლალი ტურძელაძემ განუცხადა.

მისივე ინფორმაციით, ახალშობილი თავს კარგად გრძნობს და ის ჟვანიას კლინიკაშია გადაყვანილი.

„კოვიდინფიცირებული 37 წლის ორსული ჩვენთან საკმაოდ დიდხანს, ერთი თვე მკურნალობდა. კლინიკაში 5 ნოემბერს შემოიყვანეს. ჩატარდა საკეისრო კვეთა. ახალნამშობიარევი ქალი სამწუხაროდ 5 დეკემბერს  გარდაიცვალა.

ახალშობილი კოვიდინფიცირებული არ იყო. მოხდა მისი გადაყვანა ჟვანიას კლინიკაში“, – განაცხადა ლალი ტურძელაძემ „ფორტუნასთან“ საუბარში.

პანდემიის დაწყებიდან 2021 წლის პირველ ოქტომბრამდე, საქართველოში სულ აღირიცხა 85 345 ორსული. 2020 წელს – 45 516, 2021 წელს – 39 829.

მათგან კორონავირუსით დაინფიცირდა 7 338 ორსული. ორსულთა ინფიცირების მაჩვენებელმა 8.6% შეადგინა.

2020 წელს დაინფიცირდა 3 304 (7.3% 2020 წელს რეგისტრირებულ ორსულთა რაოდენობიდან) ორსული; 2021 წელს – 4 034 (10.1% 2021 წელს რეგისტრირებულ ორსულთა რაოდენობიდან).

ორსულთა ყველაზე მეტი, 18.3% დაინფიცირდა შიდა ქართლში.

პანდემიის პერიოდში, კორონავირუსით 17 ორსული გარდაიცვალა და ლეტალობის მაჩვენებელმა შეადგინა 0.23%. მათი უმეტესობა, 16 ორსული, 2021 წელს მოკვდა.

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g