თბილისში, წინამძღვრიშვილის ქუჩაზე მაღაზიის დაყაჩაღების შედეგად ორი ადამიანი დაშავდა. შემთხვევა მაღაზია „ორ ნაბიჯში“ მოხდა.
როგორც თვითმხილველები აღნიშნავენ, სამი მამაკაცი მაღაზიაში შეიჭრა, რა დროსაც ორი თანამშრომელი დაშავდა. მათ შორის ერთ-ერთმა გონება დაკარგა და ჰოსპიტალიზებულია.
თვითმხილველების ინფორმაციით, თავდამსხმელებმა სავარაუდოდ 400 ლარამდე თანხა წაიღეს. მათივე ცნობით, თავდამსხმელები ცეცხლსასროლი იარაღით იყვნენ შეიარაღებულნი.
შს სამინისტრომ საქმეზე გამოძიება ყაჩაღობის მუხლით დაიწყო.შემთხვევის ადგილზე ექსპერტ-კრიმინალისტები მუშაობდნენ.