LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

თბილისში „მათემატიკის ფესტივალი“ გაიმართება

121

მათემატიკური ოლიმპიადა „ევერესტის“ ორგანიზებით საქართველოში უკვე მესამედ 2018წლის 14 მარტს ყველაზე მასშტაბური, ყოველწლიური „მათემატიკის ფესტივალი“ ჩატარდება.

ფესტივალში მონაწილეობას საქართველოს მასშტაბით 50-მდე საჯარო და კერძო სკოლები იღებს. სკოლის გუნდები მათემატიკის თემაზე შექმნილი სხვადასხვა პროექტს წარადგენენ.

გასული წლის ფესტივალზე დაუკრეს π-ს მელოდია, გაიმართა ფლეშმობი, დაიდგა მინი სპექტაკლი, მოეწყო ლოგიკური შეჯიბრებები დასხვადასხვა სახის აქტივობები. ჩატარდა π რიცხვის კონკურსი და ჭადრაკის მინი ჩემპიონატი.

მათემატიკის ფეტივალზე ტარდება π რიცხვის კონკურსი. ყოველ წელს მოსწავლეები სულ უფრო მეტ რიცხვს იმახსოვრებენ. 2017 წელს გამარჯვებულმა 201 ციფრი დაიმახსოვრა;

აღსანიშნავია, რომ NASA-ს ოფიციალურ გვერდზე დაიდო სტატია ოლიმპიადა ,,ევერესტის“ მიერ ორგანიზებული მათემატიკის ფესტივალისა და π-ს დღის შესახებ.

ფესტივალის მიზანია:
1) მათემატიკის პოპულარიზაცია;
2) სკოლების წარდგენა საზოგადოებისთვის;
3) სასკოლო ცხოვრების გახალისება და გამრავალფეროვნება;
4) მოსწავლეებში სწავლის მოტივაციის ამაღლება;
5) კრეატიული იდეების წახალისება.

 

აღსანიშნავია, რომ ღონისძიება მთელს მსოფლიოში აღიარებულ მათემატიკურ დღესასწაულს, π-ს დღეს(π=3.14) ემთხვევა. პირველად ეს დღე 1987 წელს სანფრანცისკოს ხელოვნებისა და მეცნიერების მუზეუმში აღინიშნა.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g