LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

თბილისში მიხეილ სმირნოვის სახლ-მუზეუმი გაიხსნება

401

20 აპრილს, საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტროს მხარდაჭერით, გ. ტაბიძის N 20-ში, „სმირნოვების მუზეუმი“ გაიხსნება. ღონისძიებას სიტყვით საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის მინისტრი მიხეილ გიორგაძე გახსნის.

მუზეუმის სტუმრები ცნობილი ბოტანიკოსის, ბიოლოგისა და ბოტანიკური ბაღის ერთ–ერთი შემქმენლის, მიხეილ სმირნოვის საგვარეულო–სამუზეუმო კოლექციის დათვალიერებას შეძლებენ.
ტაბიძის 20 ნომერში მდებარე სახლი, სადაც მუზეუმი იხსნება, მე-19 საუკუნეში სმირნოვებს ეკუთვნოდათ, სწორედ აქ იკრიბებოდნენ მწერლებისა და საზოგადო მოღვაწეების დიდი ნაწილი, მათ შორის ილია ჭავჭავაძე, კიტა აბაშიძე, ვანო სარაჯიშვილი. აქვე ჩაეყარა საფუძველი ნიკოლოზ ბარათაშილის შემოქმედების პირველ სრულყოფილ გამოცემას. სახლში დაცულია გამოყენებითი ხელოვნებისა და სკულპტურის ნიმუშებიც. სმირნოვების შთამომავლებმა წინაპრების ქონებასთან ერთად ეს სახლი 1985 წელს საქართველოს ანდერძით დაუტოვეს.

სახლ-მუზეუმი ვიზიტორებს ერთი თვის განმავლობაში უფასოდ უმასპინძლებს.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g