თბილისში, პირველი რესპუბლიკის მოედანზე მიწისქვეშა გადასასვლელში ტურისტი ჩავარდა და დაიღუპა.
არსებული ინფორმაციით, შემთხვევა მაშინ მოხდა, როცა ვიდეოს იღებდნენ.
გავრცელებული ცნობებით, ახალგაზრდა ქალი საავადმყოფოში გადაიყვანეს, თუმცა, თავის ქალის მძიმე დაზიანების გამო, მისი გადარჩენა ვერ მოხერხდა.
როგორც შინაგან საქმეთა სამინისტროში აცხადებენ, მომხდარზე გამოძიება სსკ-ის 115-ე მუხლით მიმდინარეობს.