თბილისში, მეტეხის ხიდთან მომხდარ შემთხვევას ერთი ადამიანი ემსხვერპლა, ორი კი – დაშავდა.
უბედური შემთხვევის შედეგად დაღუპული და დაშავებულები კორეის მოქალაქეები არიან. მეტეხის ხიდთან რკინის კონსტრუქციის მაგიდა და სკამები ჩამოიშალა, რის შედეგადაც სამი ადამიანი სიმაღლიდან გამოვარდა.
შემთხვევის შედეგად დაიღუპა ერთი და დაშავდა ორი ადამიანი. დაშავებული მამაკაცი და ქალი საავადმყოფოში არიან გადაყვანილები.
წინასწარი ინფორმაციით, შემთხვევა უამინდობამ გამოიწვია.