ISIS-ის მებრძოლები კლვავ საქართველოს ემუქრებიან. მუქარის ავტორები საქართველოს მოქალაქეები არიან, რომლებმაც ქვეყანა დატოვეს და სირიაში გაემგზავრნენ. გაზეთ “რეზონანსის” ინფორმაციით კი ისლამურმა ხალიფატმა უკვე დაარსა ვილაიეთი გურჯისტანი, რომელიც საქართველოს გააკონტროლებს. გაზეთი იუწყება, რომ მალე “ვილაიეთი გურჯისტანის” ვიდეო სოციალურ ქსელში გავრცელდება.
„რუსთავი 2“-მა მოიპოვა ფოტო სოციალური ქსელიდან სადაც ნათქვამია, რომ თბილისში მარჯანიშვილის მოედანთან მდებარე „მაკდონალდსთან“ „ჰესბოლას“ ერთ-ერთი მეთაური საიად ალ ბაჰაადი იმყოფებოდა. რამდენად არის რეალური ფოტო და მასზე გამოსახური პიროვნება „ჰესბოლას“ წევრი, დაზუსტებული ინფორმაცია არ არსებობს.
ხალიფატის მებრძოლთა რიგებში კიდევ ერთი ქართველი მურმან პაიჭაძეა, მან უკვე გაავრცელა მუქარის შემცველი ინფორმაცია სოციალურ ქსელში და საქართველოს სიფრთხილისკენ მოუწოდა.
მანამდე საქართველოს ISIS-ის კიდევ ერთი ქართველი თამაზ ჩიხლაძე ემუქრებოდა. საქართველოს ემუქრებოდა უმარ ალ შიშანი იგივე თარხან ბათირაშვილი, რომელიც კავკასიელთა არმიას ხელმძღვანელობს.
წყარო : “რუსთავი 2”