სტუდენტური მოძრაობა “დაფიონი” მსვლელობას მართავენ.
ისინი თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის პირველი კორპუსიდან პარლამენტის მიმართულებით მიდიან.
სტუდენტების განცხადებით, 26 ოქტომბრის საპარლამენტო „არჩევნები გაყალბდა, ხელისუფლება მიტაცებული“ა და ისინი ქუჩაში „დემოკრატიის დასაცავად გამოვიდნენ“.
მათივე განცხადებით, ოპოზიციამ ხელისუფლებას მისცა 24 საათი სიების გამოსაქვეყნებლად, ახალგაზრდები კი ამ ულტიმატუმს უერთდებიან.
ფოტო: ipn