LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

თბილისში ტექნიკის მაღაზია გაქურდეს

523
teqnikis magazia

თბილისში, მარჯანიშვილზე ტექნიკის მაღაზია გაქურდეს. როგორც ,,ფორტუნას” შსს-ში უთხრეს, მომხდართან დაკავშირებით, მიმდინარეობს საგამოძიებო მოქმედებები. თუმცა, ჯერ-ჯერობით დაკავებული არავინაა.

არსებული ინფორმაციით, აღნიშნული მაღაზია უკვე მეოთხედ გაქურდეს.

შსს-ის ცნობით, გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 177-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც ქურდობას გულისხმობს. აღნიშნული დანაშაული 3-დან 5 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები