3 ნოემბერს, თბილისში, ფინური როკ ჯგუფის – The Rasmus კონცერტი გაიმართება. ბენდი საქართველოს მეთერთმეტე სტუდიური ალბომის – Weirdo მხარდასაჭერი ტურნეს ფარგლებში, პირველად ეწვევა. ახალი დისკი კოლექტივმა, 12 სექტემბერს გამოუშვა.
Weirdo Tour სტარტს 25 ოქტომბერს აიღებს და მომავალი წლის ზაფხულამდე გასტანს.
კონცერტზე დასასწრები ბილეთის ფასი 170 ლარია.

შეგახსენებთ, რომ The Rasmus 1994 წელს, ჰელსინკში ჩამოყალიბდა.