LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

თბილისში უნიკალური მოზაიკის ნაწილი გაანადგურეს – „უვიცი საზოგადოება გავხდით!..“

222
mozaika

ელენე მეჩითოვა სოციალურ ქსელში აქვეყნებს ერთ-ერთი კომუნისტური ეპრიოდის მოზაიკის ფოტოს და წერს, რომ მისი ნაწილი გადანდგურებულია.
გთავაზობთ ფოტოებსა და მის პოსტს:

„მოზაიკა არის უნიკალური კულტურული მემკვიდრეობა, რომელიც ოხრად იყო საბჭოთა კავშირში მხოლოდ და მხოლოდ იმიტომ, რომ ამას სახსრები სჭირდებოდა და ფინანსდებოდა სახელმწიფოს მიერ. დღეს მოზაიკის შექმნა ღირს ძააააალიან ძვირი, და რაც შეგვრჩა, შესანარჩუნებელია… ბევრ ქვეყანაში ვერ შეხვდებით ასეთ ნამუშევრებს… გარდა იმისა, რომ უნიკალურია, შექმნილია ქართველი არტისტების მიერ. ეს არის ისეთივე სიმდიდრე, როგორც მხატვრობა, ძველი შენობები, და ა.შ. მაგრამ ამ უვიც ადამიანებს არ ესმით, და მეტი განათლება სჭირდება, როგორც ხალხს, ასევე იმ პიროვნებებს, ვისაც მემკვიდრეობა აბარია (განათლება თუ არა, კანონების შესრულება).

ძალიან უვიცი საზოგადოება გავხდით, თუ ვიყავით, აღარ ვიცი. რა უნდა თქვა, არ ვიცი, სადაც ძველ მონასტრებში მეტლახს აგებენ და ა.შ. ძალიან მტკივნეულია ეს ყველაფერი. რაა საქართველო? რაა მისი კულტურა, ხელოვნება, მემკვიდრეობა?“

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები