LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

მერია „მიონის“ შენობაზე მოზაიკის აღდგენისთვის, რომლის გაჭრაზეც თანხმობა თავისივე სამსახურმა გასცა, მესაკუთრესთან მოლაპარაკებას აწარმოებს

90
ირაკლი ხმალაძე მიონის შენობის მოზაიკაზე

თბილისის მერის მოადგილის, ირაკლი ხმალაძის განცხადებით, მერია მოლაპარაკებებს აწარმოებს ბელიაშვილის ქუჩაზე მდებარე შენობის მესაკუთრესთან, რომლის მოზაიკის ფასადზეც 4 ფანჯარა გაჭრეს.

როგორც ხმალაძემ ჟურნალისტებს უთხრა, „მიონის“ შენობის ვიზუალიდან და საზოგადოებრივი ინტერესიდან გამომდინარე, მერია მოლაპარაკებას მესაკუთრესთან იმ მიზნით აწარმოებს, რომ მოხდეს ფასადის აღდგენა.

„შეხვედრა დანიშნულია ხვალ, პირადად მე შევხვდები და ინფორმაციას დამატებით შეგატყობინებთ“, – განაცხადა ირაკლი ხმალაძემ.

მერის მოადგილემ ასევე აღნიშნა, რომ მოზაიკის ფასადს მინიჭებული არ ჰქონია ისტორიული ძეგლის სტატუსი და სწორედ ამიტომ მასზე მკაცრი რეგლამენტი არ გავრცელებულა.

„არ აქვს მინიჭებული ისტორიული ძეგლის სტატუსი, შესაბამისად, მასზე არ არის გავრცელებული ისტორიული ძეგლისთვის დადგენილი რეგლამენტი და ვრცელდება სტანდარტული სანებართვო რეჟიმი.

ფასადზე ღიობის გამოჭრა არის პირველი კლასის მშენებლობა, რომელსაც არ სჭირდება მშენებლობის ნებართვა, არის შეტყობინებით შეთანხმება არქიტექტურის სამსახურთან, რომელიც მოხდა 2018 წელს.

იმ შემთხვევაში, თუ ამ ფასადს ექნებოდა ისტორიული ძეგლის სტატუსი, მასზე გავრცელდებოდა ცხადია უფრო მკაცრი რეგლამენტი და ნებართვის მისაღებად უფრო მეტი ინსტანციის და ეტაპის გავლა მოუწევდა.“ – განაცხადა ირაკლი ხმალაძემ.

ელისაშვილი: „ცეხავიკებმა მშვენიერ მოზაიკაში ფანჯრები გამოჭრეს.. ამ ქალაქს მერია ჰყავს? თუ ფული რაშიც არ კეთდება მერიას ის არ ადარდებს?“

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულალურები