LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

თბილისთან ახლოს, ნაკვეთს შენობა-ნაგებობებით 17 მილიონად ყიდიან (ფოტოები)

803
18-b1852668-78a8-4d0d-a011-9083d75e8340

თბილისთან ახლოს, კერძოდ წავკისში, მიწის ნაკვეთს, მასზე განთავსებული შენობა-ნაგებობებით თითქმის 17 მილიონ ლარად (5. 500 000 აშშ დოლარი) ყიდიან. განცხადება გასაყიდი უძრავი ქონების შესახებ „სიტყვა და საქმის“ ოფიციალურ ვებგვერდზე განთავსდა. ამავე განცხადებიდან ვიგებთ, რომ თანხის გადახდა განიხილება ორ, ან სამ ეტაპად.

„გამოტანილია გასაყიდად!!! ექსკლუზიურად!!! 43 500მ2 არასასოფლო სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთი, წავკისში, ცენტრალური გზის პირას. მასზედ მდგარი ახალაშენებული შენობა ნაგებობებით 5000მ2. საცხოვრებელი ზონა 1; აქვს კოეფიციენტები: კ1 0,5; კ2 0,8; შესაძლებელია აშენდეს 35 000 კვ.მ. საცხოვრებელი, თუ კომერციული დანიშნულების კომპლექსი, თავისი სასტუმროსა და გასართობი ცენტრის სივრცეებით, სადაც შესაძლებელია მოეწყოს, ახალი სააგარაკე დასასვენებელი ზონა, შერეული ტიპის, როგორც მრავალბინიანი, ასევე ვილების კომპლექსის განვითარებით. ულამაზესი პანორამული ხედებით მთელს თბილისზე, ტაბახმელა-წავკისზე და მთებზე. ნაკვეთი შერეული რელიეფისაა, სწორი შერეულად დახრილი, რაც ხედების გადაფარვის თვალსაზრისით იდეალურად ერწყმის გარემოს. ფასადი გზის პირზე 250 მეტრი. გაკეთებულია წყლის, ბუნებრივი აირის, კანალიზაციის პროექტები და შეთანხმებული. ტერიტორია გამწვანებულია გარშემო დეკორატიული ხე-მცენარეებით. უნიკალური ადგილია დასასვენებელი, სპა, თუ ნებისმიერი კომპლექსის ბიზნესის განვითარების თვალსაზრისით. ფასი: 5. 500 000 აშშ. დოლარი ეკვივალენტი ლარში, ან ასევე შესაძლებელია 80% თანხის გადახდა და დანარჩენი ფართებზე მორიგება“, – წერია განცხადებაში.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g