LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ფოტო: საგურამოში სასახლე 8 მილიონ ლარზე მეტად იყიდება

2516
Untitled

გაზეთი „სიტყვა და საქმეს“ ოფიციალური ვებგვერდი SS.ge კიდევ ერთი ძვირად ღირებული კერძო სახლის შესახებ წერს. საუბარია საგურამოში მდებარე უძრავ ქონებაზე. სახლის ღირებულება 3 მილიონი დოლარია, რაც ლარებში 8 მლნ ლარზე მეტი გამოდის.

აღსანიშნავია, რომ კერძო სახლის საერთო ფართობი 1250 კვ.მ-ია, ეზოს ფართი კი 6000 კვ.მ-ს შეადგენს.

„ექსკლუზიური უფლებით, „ემბიჯი ჯგუფის“ მიერ! გამოტანილია გასაყიდად! სასახლე საგურამოში! საგურამოს ბოლოს, ელიტარულ უბანში. უკან მთელ პერიმეტრზე ეკვრის ტყის მასივი, ულამაზესი ხედებით. სამსართულიანი, აშენებული 2017 წელს. სახლზე გამოყენებულია უმაღლესი ხარისხის სამშენებლო, თუ სარემონტო მასალა. შენობის საერთო ფართობი: 1250მ2. დაგეგმარებულია: დიდი მისაღები ბუხრით. სამზარეულო-სასადილო სივრცით. 6 საძინებელი (ყველა თავისი სველი წერტილით) საქეიფო სივრცე ბუხრით, მარანი ქვევრებით – ქართულ აგურში, ხესა და ქვაში მოპირკეთებული. დახურული აუზით, საუნითა და დუშებით. ორი დიდი ტერასა. ავტონომიური წყალი და ენერგოსისტემა. უმაღლესად გარემონტებული. სრულად მოწყობილი ავეჯითა და ტექნიკით. აბსოლუტურად ყველა ოთახი აღჭურვილია ექსკლუზიურად შექმნილი წითელი ხის ავეჯით. ეზოს საერთო ფართობი – 6000მ2. შემოღობილია აგურის გალავნით. ყველანაირი ხეხილი ეზოში. საქეიფო სივრცეებით. სათვალთვალო კამერები, სათავსო და დაცვის ოთახებით. გასაყიდი ფასი: 3 000 000 აშშ დოლარი (ეკვივალენტი ლარში); იჯარის ფასი: 15 000 აშშ დოლარი“, – ნათქვამია განცხადებაში, რომელიც SS.ge-ზე გავრცელდა.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები