LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ფოტო: წიწამურში სახლი თითქმის 6 მილიონად იყიდება, გადაკიდებული აივნებით არაგვზე და ორანჟერეით

482
279849471_782385816076374_4144636244836152672_n

წიწამურში სახლი თითქმის 6 მლნ ლარად იყიდება. გასაყიდი უძრავი ქონების შესახებ ინფორმაციას „სიტყვა და საქმეს“ ოფიციალური ვებგვერდი აქვეყნებს.

განცხადებიდან ვიგებთ, რომ სახლის ფართობი 600 კვ.მ-ია, ხოლო ეზოსი – 1500კვ.მ. უძრავი ქონება 7 ოთახს მოიცავს. მისი ღირებულება კი 1 900 000 დოლარს შეადგენს.

„ექსკლუზიური უფლებით! გამოტანილია გასაყიდად, ან ქირავდება გრძელვადიანად! ახალაშენებული ორ სართულიანი კერძო სახლი, მცხეთაში, წიწამურში. სახლის საერთო ფართობი: 420 მ2. + 150მ2. შემინული ორანჟერეა. პირველ სართულზე: დიდი მისაღები ბუხრით, სამზარეულო – სასადილოს სივრცით, 1 დიდი სველი წერტილი, პატარა სათავსო ოთახით. მეორე სართულზე: 3 საძინებელი თითო -35 მ2. (სამივე თავისი სველი წერტილით) 1 კაბინეტი გამოდგება საძინებლად, აივანი. მესამე სართული მთლიანად ვერანდული ტიპის, 150მ2.

ეზოს საერთო ფართობი: 1500 მ2. ეზოში ორანჟერეა 150მ2. ბუხრით, საქეიფო სივრცე. მოპირკეთებული ქვაფენილით, გამწვანებული, დეკორატიული ხე მცენარეებით, საბავშვო გასართობი სივრცეებით, ნაძვნარი. უკან ტყის გარემოცვაში – არაგვზე ჩასასვლელით, გადაკიდებული აივნები არაგვზე, ულამაზესი ხედებით მთელ მცხეთაზე, სამთავროზე, სვეტიცხოველსა და ჯვარზე. გამოყოფილია ადგილი აუზისთვის“, – წერია უძრავი ქონების გასაყიდ განცხადებაში.

ამავე განცხადების მიხედვით, სახლი ახალი აშენებული და კარგად გარემონტებულია. სრულად მოწყობილი ავეჯითა და ტექნიკით. იჯარის ფასი: 4000 აშშ. დოლარი (ეკვივალენტი ლარში), გასაყიდი ფასი: 1900 000 აშშ. დოლარი.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები