LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

თეა დარჩია: „ჩვენი „სვეცკური” გაჩუმებით დავაშავეთ მომავალ თაობასთან, რისთვის?! რომ ისევ რუსეთის ჭაობში აღმოვჩნდეთ?“

352
დარჩია მთავარზე

თეა დარჩია „მთავარი არხის“ დილის გადაცემაში“ საუბრობს ევროკავშირის კანდიდატი წევრის სტატუსის მინიჭების თემაზე და არ სჯერა, რომ ჩვენ ისევ რუსეთსა და ევროპას შორის არჩევანის წინაშე დაგვაყენეს:

„ტრაგედიაა, რომ დღეს ისევ  გვიწევს ამ თემაზე ლაპარაკი. გულწრფელად მრცხვენია, რომ მოჯადოებული საზიზღარი წრე, რომელიც შექმნა სისტემა კომუნიზმმა, ამ სისტემაში ბევრი კარგი ადამიანი ფუჭდება. ეს სისტემაა აღმოსაფხვრელი და გასაქრობი, გაყიდვინებს სულ. ან ამ სისტემაში ხარ, სულს ყიდი და ფულს იღებ, ან არ ხარ ამ სისტემაში და ხარ ჩვენს მდგომარეობაში. გვაქვს გადაკეტილი ჰაერი. რომ მოვისმინე ევროპის ეს განაჩენი, მადლობა ღმერთს, დროებითი, გაფრთხილებითი, იმ მომენტში ჩემი ცხოვრება დაპაუზდა, ვერ დავინახე  მომავალი, რისთვის ვმუშაობ, რატომ ვასწავლი. რისთვის მოვედით აქამდე, რომ ამ თემაზე ვილაპარაკოთ? ჩვენმა თაობამ დავაშავეთ ძალიან ახალგაზრდა თაობასთან – ჩვენი „სვეცკური“ გაჩუმებით, „სვეცკაობით“, რომ პოლიტიკა ჩემი საქმე არ არის, მე ჩემი საქმე უნდა ვაკეთო, ისე მოხდა, რომ პოლიტიკა სახლში შემომივიდა, ჰაერს მიკეტავს. ოთხი შვილი გავაჩინე ამ ქვეყანაში რისთვის, რომ ისევ  რუსეთის ჭაობში აღმოვჩნდე? თან, იმ რუსეთის, რომელიც აბსოლუტურ ბოროტებად იქცა? არაფერი აინტერესებს, გარდა იმისა, რომ დაგაჩმოროს, დაგიპყროს, ეს ათი წელი რა ჰიპნოზიც გვიკეთეს, თურმე არაფერი დაშლილა – ეს შხამიანი საცეცები ვრცელდება და ნაყოფს იღებს. ჩვენ საქართველოში ქართველებმა გვიღალატეს, მოგვატყუეს, ეს არის ყველაზე მწარე. რუსეთის მიერ ოკუპირებულ ქვეყანაში, ჩვენივე მთავრობა შიგნიდან ოკუპაციას გვიკეთებს, სულების, მომავლის, ბავშვების. ეს ფარდა თუ ჩამოიწია, დამთავრებულია ჩვენი ამბავი. მოდით, სიმართლეს ჩავხედოთ თვალებში…“

ტორესა მოსი: „ყოველმა ქართველმა იცის, რომ „ვეფხისტყაოსანი“ გვაქვს დაწერილი და ჩვენი ადგილი ტალახში რუსული ჩექმის ქვეშ კი არა, კაცობრიობის ყველაზე ცივილიზებულ ოჯახშია…“

ზვიად კორძაძე: “სხვანაირი აქცია იყო, მინდოდა ყველა გამეცნო, მადლობა მეთქვა, მერე მივხვდი, რომ არ იყო საჭირო, ყველას უსიტყვოდ ესმოდა ერთმანეთის”

რას წერს სტეფანე მღებრიშვილი, რომელიც აქციაზე – “შინ ევროპისკენ” იმყოფებოდა

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g