LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

თეა დარჩია: „ხალხი რას იტყვის“ – ეს სიტყვები ძალიან მაღიზიანებდა… მძულს საზოგადოებრივი აზრი, იმიტომ რომ ზედაპირული, არაადამიანური და ფარისევლურია…“

141
Tea darCia

მოცეკვავე თეა დარჩიამ თემურ ებიტაშვილის პოდკასტში სტუმრობისას განვლილ პერიოდსა და საზოგადოების რეაქციებზე ისაუბრა. მან განმარტა, თუ რატომ აღიარა საჯაროდ აზარტულ თამაშებზე ხუთწლიანი დამოკიდებულება და როგორ მოქმედებდა მასზე საზოგადოებრივი აზრი.

თეა დარჩიას თქმით, რაც უფრო მეტი გამოცდილება აქვს ადამიანს და ზუსტად იცის, რა არის ცუდი და კარგი, სწორედ ის უნდა ასწავლიდეს ბავშვებს.

„იცი რა, მასწავლებელი, როგორ შეიძლება ეგეთი ბეგრაუნდით, პირიქით? რაც მეტი გაქვს გამოცდილება და რაზეც ზუსტად იცი რა არის ცუდი და კარგი, ის უნდა იყოს მასწავლებელი ბავშვის, მე რომ მკითხო.

ჩემთვის ვინმეს თავის დროზე რომ აი, ესე დაეღეჭა, პირში ჩაეტენა და გადაეყლაპებინა, რომ არ ქნა, აეხსნა… „არ შეიძლება“, „ცუდი ტონია“, „არ ვარგა“, „ხალხი რას იტყვის“, აი, ეს სიტყვები ძალიან მაღიზიანებდა და სპეციალურად ვაკეთებდი იმას, რაც არ მინდოდა, რომ მეკეთებინა. და როცა ამიხსნი ადამიანურად, რატომ არა, დაგიჯერებ“, – თქვა თეა დარჩიამ.

მისივე თქმით, საზოგადოებრივი აზრისადმი პროტესტის გამო ის სპეციალურად იქცეოდა ისე, რომ მის მიმართ უარყოფითი დამოკიდებულება ჩამოყალიბებულიყო.

„ისეთი პროტესტი მქონდა საზოგადოებრივი აზრის, ყველაფერი გავაკეთე, რომ საზოგადოებრივი აზრი გაფუჭებულიყო ჩემს მიმართ… იმიტომ რომ, მძულს საზოგადოებრივი აზრი… იმიტომ რომ მცდარია, ზედაპირულია, არაადამიანურია და ძალიან ფარისევლურია.“

„მთელი კლასი დავპატიჟე დაბადების დღეზე და არავინ მოვიდა…“ – რა ისტორიას იხსენებს თეა დარჩია

იხილეთ ვრცლად

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები