LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

თეა წულუკიანი: „გახარია როგორ უნდა ვიხილოთ საპატიმროში ეს მე არ ვიცი, არავის თვითმიზანი ეს არ არის, მაგრამ ფაქტია, რომ ადამიანი გაიქცა ქვეყნიდან“

279
გიორგი გახარია, თეა წულუკიანი

„ფაქტია, რომ ადამიანი გაიქცა ქვეყნიდან“, – ეს განცხადება პარლამენტის დროებითი საგამოძიებო კომისიის თავმჯდომარემ თეა წულუკიანმა, „რუსთავი 2“-ის ეთერში, გადაცემაში „ღამის კურიერი“ პარტიის „გახარია საქართველოსთვის“ ლიდერის, გიორგი გახარიასთან დაკავშირებით გააკეთა.

„გახარია როგორ უნდა ვიხილოთ საპატიმროში ეს მე არ ვიცი, არავის თვითმიზანი ეს არ არის, მაგრამ ფაქტია, რომ ადამიანი გაიქცა ქვეყნიდან. არ ვიცი, დაბრუნდება თუ არა, მაგრამ, ფაქტია, გაიქცა. შეიძლება, გაიქცა და გამოიქცეს, მაგრამ, ამ შემთხვევაში, გაქცევას ჰგავს ეს, იმიტომ, რომ როდესაც ბატონმა გახარიამ წავკისში, მის საცხოვრებელ მისამართზე პირადად ჩაიბარა შეტყობინება 16 ივნისს, ხელი მოაწერა და სხვა ოპოზიციონერებისგან განსხვავებით, ბოდიშებიც იხადა, „ვერ გაგიღეთ წინა დღეებში კარიო“, მინიშნებითაც კი არ უთქვამს, რომ გადის ქვეყნიდან.

თუ იმ წუთში და საათში არა, როდესაც წერილი ჩაიბარა და წაიკითხა, მომდევნო საათში ან შემდეგ დილით უნდა შეეტყობინებინა სამდივნოსთვის, რომ „ასეთი წერილი მივიღე, ვწუხვარ, ვერ ვახერხებ და რა ვქნათ“-ო. მან ეს არ გააკეთა, ის გავიდა ქვეყნიდან და უკვე უცხოეთიდან შეატყობინა კომისიას, რომ “მე ვერ მოვდივარო“. ონლაინ ჩართვაზე კომისიის არცერთი წევრი არ ვართ თანახმა“, – განაცხადა თეა წულუკიანმა.

ამავე გადაცემაში, წულუკიანმა თქვა, რომ გიორგი გახარია და ყველა ის ოპოზიციონერი, რომლებიც პარლამენტში არ შედიან, არიან ინსტრუმენტები უცხო ძალების ხელში.

„ეს იცოდა რამდენიმე ადამიანმა, მაგრამ ეს უკვე აღარ არის დამალული. შემდეგ, რაც მე, პირადად, ძალიან მიჭირს ვაპატიო და მისთვის პირადად მაქვს ნათქვამი, არის, რეალურად, ჩვენი მიტოვება თუ თხასავით გაყიდვა. არ ვიცი, რა დავარქვა. მოვიდა და „ქართული ოცნების“ უმრავლესობას მოუწოდებდა (პოლიტიკური საბჭოც იქ ვიყავით), რომ ნიკა მელიასთვის მოხსნილი ყოფილიყო იმუნიტეტი, მოუხსნეს დეპუტატებმა იმუნიტეტი და მეორე დღეს გადადგა, რადგან ღამით შეხვდა ამერიკის ელჩს – ეს მან დაადასტურა ჩვენთან გამოსვლისას. მას და სხვებს, ვინც არ შემოდის პარლამენტში, რა თქმა უნდა, ინსტრუქციები აქვთ, რადგან ინსტრუმენტები არიან უცხო ძალების ხელში, როგორც ირკვევა” – განაცხადა თეა წულუკიანმა.

შალვა პაპუაშვილი: „გიორგი გახარიას შეუძლია არჩევანი გააკეთოს – ირჩევს კონსტიტუციას, თუ პირად გეგმებს საზღვარგარეთ… ჩორჩანაში ღონისძიების ჩატარების გადაწყვეტილება ერთპიროვნულად მიიღო, შედეგად მილიონ კვადრატულ მეტრზე მეტი ტერიტორიაა დაკარგული“

ცნობისთვის, პარლამენტის დროებითი საგამოძიებო კომისია პარტია „გახარია საქართველოსთვის“ ლიდერ გიორგი გახარიას 2 ივლისამდე აძლევს ვადას, იმისათვის, რომ პარლამენტის საგამოძიებო კომისიაზე გამოცხადდეს. კომისიის თავმჯდომარის თქმით, 2 ივლისი არის უკიდურესი ვადა, იმისთვის, რომ გახარია გამოცხადდეს სხდომაზე.

„გიორგი გახარია მზაობას აცხადებს, საგამოძიებო კომისიის სხდომაზე ჩორჩანას შესახებ 2 ივლისსაც დისტანციურად ისაუბროს“ – პარტია „გახარია საქართველოსთვის“

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g