„როგორც ჩანს, გერმანიის ელჩი არის მოცლილი! – პოლიტიკური ოპოზიციის წარმომადგენლის სასამართლო პროცესს არ აცდენს! როგორც ჩანს, სცალია, ბევრი თავისუფალი დრო აქვს და მინდა, პარლამენტის საგამოძიებო კომისიის სხდომაზე დასწრება შევთავაზო“, – განცხადება ამის შესახებ პარლამენტის დროებით საგამოძიებო კომისიის სხდომაზე, კომისიის ხელმძღვანელმა, თეა წულუკიანმა გერმანელი დიპლომატის, პეტერ ფიშერის მისამართით გააკეთა.
მისი თქმით, „ზოგიერთი ელჩი საქართველოს კი არ გულშემატკივრობს და საკუთარ ქვეყანას კი არ წარმოადგენენ, პოლიტიკურ აქტივისტებად არიან ქცეული“:
ირაკლი კობახიძე: „გერმანიას დღეს ელჩი საქართველოში არ ჰყავს, მათ ჰყავთ წარმომადგენელი რადიკალურ ოპოზიციაში… გერმანიის წარმავალმა განათლების მინისტრმა კუდი მოიქნია“
ირაკლი კობახიძე გამოეხმაურა საქართველოში გერმანიის ელჩის, პეტერ ფიშერის განცხადებას, რომლის თანახმად, გერმანიის განათლებისა და კვლევის ფედერალურმა სამინისტრომ გერმანულ-ქართული სამეცნიერო თანამშრომლობის განვითარება შეაჩერა.
„მობრძანდით და მოუსმინეთ, რას ჰყვება დღეს ნიკოლოზ გოგუაძე ყინწვისის სპეცოპერაციის საქმეზე – როგორ სცემეს, როგორ იხტუნავეს ცოცხალ ადამიანებზე, როგორ დაუმტვრიეს ხერხემალი, როგორ აწამეს და როგორ აყურებინეს სხვას სხვისი წამება, რის შემდეგაც ყველას აღიარებითი ჩვენების მიცემა მოუწიათ. ჩვენ გვარებსა და წამების შინაარსს განზრახ არ ვაკონკრეტებთ, რადგან სააკაშვილისგან განსხვავებით, პირადი ღირსებისა და პირადი ცხოვრების ხელშეუხებლობის უფლებას ვუცავთ. ბატონო ელჩებო! ჩვენს კომისიაზე არის ადგილი, დაბრძანდით, უსმინეთ და შემდეგ გააკეთებთ ინფორმირებულ შეფასებებს, თუ ვინ იყო მიხეილ სააკაშვილი“, – განაცხადა თეა წულუკიანმა.