LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

თეა წულუკიანმა კულტურის ხელშეწყობის პროგრამის პრიორიტეტები და დასაფინანსებელი პროექტები გამოაცხადა

66
1623331134-Capture-1024x658

საქართველოს კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის მინისტრმა თეა წულუკიანმა განაცხადა, რომ კულტურის სამინისტრო, მიმდინარე წელს, გამოყოფილი საბიუჯეტო ასიგნებების ფარგლებში იმ პრიორიტეტებსა და პროექტებს დააფინანსებს, რომლებიც „კულტურის ხელშეწყობის პროგრამის“ ფარგლებშია გამოყოფილი. ამის შესახებ მინისტრმა სპეციალურ ბრიფინგზე განაცხადა.

კულტურის მინისტრის ინფორმაციით, უწყება სულ 12 პრიორიტეტს დააფინანსებს.

1. ქართული წიგნისა და ლიტერატურის ხელშეწყობა:

  • • საქართველოში ლიტერატურული ფესტივალების/წიგნის ბაზრობების ხელშეწყობა
    • ლიტერატურული პრემია „ლიტერა“ და მთარგმნელობითი კონკურსი „ლიტერა“
    • იაკობ გოგებაშვილის სახელობის საბავშვო და საყმაწვილო ლიტერატურული კონკურსი
    • სალიტერატურო პერიოდული ჟურნალების გამოცემის ხელშეწყობა
    • ჟურნალი „კულტურა პლუსი“
    • „ახალი ქართული წიგნი“, საგამომცემლო სექტორის ხელშეწყობა
    • პროექტი „ცოცხალი წიგნები“
    • იშვიათობად ქცეული და საგანმანათლებლო პროცესისათვის საჭირო წიგნადი ფონდის განახლება (თარგმნა ან/და გამოცემა)
    • წიგნი-ალბომებისა და საიუბილეო წიგნების გამოცემა;
    • მთარგმნელობითი საქმიანობის ხელშეწყობის პროექტი: ქართველი კლასიკოსები ინგლისურად – მრავალტომეულის მომზადება
    • ქართული საბავშვო ლიტერატურის მხარდაჭერა

2. ქართული თეატრისა და თეატრალური ხელოვნების განვითარების ხელშეწყობა:

  • • პროფესიული თეატრების შემოქმედებითი საქმიანობის ხელშეწყობა სადადგმო ან სხვა ხარჯით;
    • “საქართველოს თეატრალური საზოგადოების” ხელშეწყობა;
    • სტუდენტი რეჟისორების სპექტაკლების დადგმის ხელშეწყობა რეგიონულ თეატრებში;
    • რეგიონების პროფესიული თეატრების ხელშეწყობა სადადგმო და/ან საგასტროლო ხარჯებით;
    • თანამედროვე დრამატურგიის განვითარების ხელშეწყობა;
    • კერძო თეატრების საქმიანობის ხელშეწყობა;
    • ბავშვთა/საყმაწვილო კერძო შემოქმედებითი სტუდიების ხელშეწყობა.

3. ქართული პროფესიული მუსიკალური ხელოვნების განვითარების ხელშეწყობა:

  • • მუსიკალური ფესტივალების ხელშეწყობა;
    • სტუდენტთა და პროფესორთათვის მასტერკლასების ხელშეწყობა;
    • პიანისტთა საერთაშორისო კონკურსების ხელშეწყობა;
    • კლასიკური მუსიკის კონცერტების ხელშეწყობა;
    • ვოკალისტთა საერთაშორისო კონკურსებისა და მასტერკლასების ხელშეწყობა;
    • კლავირის და პარტიტურის ელ.ვერსიის შექმნა – რევაზ ლაღიძის „ლელა“;
    • სახელოვნებო სკოლების/სასწავლებლების მუსიკალური პროექტების ხელშეწყობა.

4. ქართული კინოს ხელშეწყობა:

  • • ქართული კინომემკვიდრეობის დაცვის ხელშეწყობა (ჩამოტანა, აციფვრა, რესტავრაცია)
    • ოსკარზე წარდგენილი ქართული ფილმის სარეკლამო კამპანიის ხელშეწყობა
    • საერთაშორისო კინოფესტივალების ხელშეწყობა
    • კინოს პოპულარიზაცია “საჯარო კინოდარბაზის პროექტის” ფარგლებში
    • დოკუმენტური/სამეცნიერო-პოპულარული კინოს ხელშეწყობა

5. სახვითი და თანამედროვე ხელოვნების განვითარების ხელშეწყობა:

  • • ვიზუალური ხელოვნების საერთაშორისო ფორუმის „არტისტერიუმი“ ხელშეწყობა
    • ახალი და თანამედროვე ხელოვნების ნიმუშებით სამუზეუმო ფონდების შევსება
    • საფრთხეში მყოფი ქართული მოზაიკის აღრიცხვა/რესტავრაცია
    • ქართული ფოტოხელოვნების ხელშეწყობის პროექტი – „ქართული კულტურული მემკვიდრეობის ძეგლების ფოტოგრაფიული აღწერა“
    • ქართული კარიკატურის ხელშეწყობა
    • ძმებ ზდანევიჩების სახელობის თანამედროვე ხელოვნების საერთაშორისო ფესტივალი Fest I Nova

6. სახელოვნებო განათლების ხელშეწყობა:

  • • სამუსიკო სასწავლებლებში ინსტრუმენტების განახლება
    • ახალგაზრდა პიანისტთა ეროვნული კონკურსის ხელშეწყობა
    • საქართველოს ბავშვთა და ახალგაზრდული საგუნდო კოლექტივების ეროვნული კონკურსი
    • კერძო და მუნიციპალური სახელოვნებო საგანმანათლებლო სასწავლებლების პროექტების ხელშეწყობა
    • ნიჭიერ ახალგაზრდა ხელოვანთა განათლების ხელშეწყობა
    • კლასიკური და ხალხური საკრავების ოსტატთა ხელშეწყობა
    • ქართული ხალხური სასცენო სამოსის აქსესუარების ოსტატთა ხელშეწყობა
    • საყმაწვილო სასწავლო სტუდიების ხელშეწყობა

7. ქართული ფოლკლორის ხელშეწყობა:

  • • ხალხური შემოქმედების განვითარება-პოპულარიზაციის მიზნით ფოლკლორის ცენტრის საქმიანობის ხელშეწყობა
    • ფოლკლორული ექსპედიციები
    • თვითმოქმედი ფოლკლორული ანსამბლების ხელშეწყობა
    • ქართული ხალხური ცეკვის მასტერკლასები
    • რეგიონებში სალოტბარო სკოლების ხელშეწყობა
    • ფესტივალი “არტგენი”-ს ხელშეწყობა
    • ქართული ტრადიციული მუსიკის სოლფეჯიო-ჰარმონიის სახელმძღვანელოს შექმნა

8. კულტურაზე ხელმისაწვდომობა:

  • • ბავშვის მიერ წიგნზე წვდომის მხარდაჭერა
    • კლასიკური მუსიკა, ქართული ესტრადა და ფოლკლორი რეგიონებში – რეგიონული პროექტების ხელშეწყობა
    • დედაქალაქის პროფესიული თეატრები რეგიონებში – ხელშეწყობა საგასტროლო ხარჯებით
    • ინდივიდუალური შემოქმედებითი პროექტების/ინიციატივების განხორციელების ხელშეწყობა რეგიონებში, მათ შორის საოკუპაციო ხაზთან
    • ღია და ალტერნატიულ სივრცეებში (სკოლა, მუზეუმი, ბიბლიოთეკა) კლასიკური მუსიკის კონცერტები
    • კულტურული პროექტები/ღონისძიებები საზღვარგარეთ მოქმედი ქართული საკვირაო სკოლებისათვის
    • ერთი შემოქმედი (მსახიობი, მხატვარი, მწერალი, ხელოვნებათმცოდნე და სხვ.) სოფლად
    • შემოქმედებითი და საგამომცემლო პროდუქციის რეალიზაციის კონცეფციის შემუშავება

9. მნიშვნელოვანი კულტურული და საფესტივალო ღონისძიებები:

  • • ჯაზ-ფესტივალების ხელშეწყობა
    • რეგიონული თეატრების საერთაშორისო ფესტივალი
    • ფესტივალებისა და საერთაშორისო მასტერკლასების ხელშეწყობა
    • საიუბილეო ღონისძიებები

10. ინოვაციური/თავისუფალი პროექტები:

  • • ქართული კულტურის, ისტორიისა და მითოლოგიის პოპულარიზაციის ხელშემწყობი კომპიუტერული თამაშების შექმნა
    • ტურისტული გიდებისათვის კულტურის სფეროში სპეციალური ტრენინგ მოდულის შემუშავება
    • ხელოვანთა სასტიპენდიო/სარეზიდენციო შვებულების ხელშეწყობის პროგრამა
    • ინკლუზიური სახელოვნებო პროექტების ხელშეწყობა
    • პროექტი “არქეოლოგია ახალგაზრდებთან ერთად”
    • ლიტერატურული აგენტის ინსტუტუტის ჩამოყალიბების ხელშეწყობა
    • კულტურის სექტორში თავისუფალი პროექტების ხელშეწყობა

11. კვლევითი საქმიანობის ხელშეწყობა:

  • • ქართული კინოსა და კინოინდუსტრიის კვლევა
    • ქართული თეატრის პრობლემატიკის კვლევა
    • კვლევა ბავშვებს შორის წიგნთან დაკავშირებით
    • შალვა ამირანაშვილის სახ. ხელოვნების მუზეუმის „საგანძურში“ დაცული ექსპონატების „თავგადასავალი“
    • XX ს-ის ქართული ხელოვნება : საბჭოთა პერიოდის ქანდაკება

12. COVID-19-ის პანდემიით გამოწვეული ზიანის შემცირება:

  • • თანამედროვე ფერწერის, ქანდაკებისა და ინსტალაციის ხელშეწყობა
    • მუსიკოსების, მწერლებისა და სხვა თავისუფალი ხელოვანების ხელშეწყობა
    • სამინისტროს სისტემაში დაზარალებული კულტურის ორგანიზაციების საოპერაციო და სხვა აუცილებელი ხარჯები.

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულალურები