LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

თეა წულუკიანმა ოსტატების რეესტრში ჩარიცხვის მსურველების შესაფასებლად სპეციალური კომისია შექმნა

154
Capture

ოსტატების რეესტრში ჩარიცხვის მსურველების შეფასების მიზნით კულტურის სამინისტროში სპეციალური კომისია შეიქმნა. ინფორმაციას კულტურის სამინისტრო ავრცელებს.

მათივე ცნობით, ოსტატების რეესტრისთვის კანდიდატების შესარჩევად საქართველოს კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის სამინისტროში სპეციალური კომისია შეიქმნა, რომლის შემადგენლობაში არიან:

  • ტარიელ კიპაროიძე (არქიტექტორ-რესტავრატორი),
  • მერაბ ბოჭოიძე (არქიტექტორ-რესტავრატორი),
  • გოგოთურ მირსიაშვილი (არქიტექტორ-რესტავრატორი),
  • ნიკოლოზ ზაზუნიშვილი (არქიტექტორ-რესტავრატორი),
  • ნოდარ მინდორაშვილი (არქიტექტორ-რესტავრატორი),
  • სპარტაკ ჯვარიძე (სამუშაოთა მწარმოებელი, რესტავრატორი),
  • გიორგი ციციშვილი (არქიტექტორი),
  • დავით ჯინჭარაძე (არქიტექტორი)
  • ლაშა შარტავა (არქიტექტორი).

სწორედ ამ კომისიასთან გასაუბრების შემდეგ ექნებათ კანდიდატებს შანსი, რომ მოხვდნენ ოსტატების რეესტრში და კულტურული მემკვიდრეობის ეროვნულ სააგენტოში დასაქმდნენ, ან დასაქმებამდე კვალიფიკაციის კურსები გაიარონ.

ამ ეტაპისთვის სამინისტროში შემოსულია 70 განაცხადი.
ოსტატების რეესტრში დასარეგისტრირებლად განაცხადების მიღების ბოლო ვადა 15 ივნისია, ხოლო გასაუბრება კანდიდატებთან მომდევნო კვირაში დაიწყება”- ნათქვამია განცხადებაში.

შეგახსენებთ, ოსტატების რეესტრის შექმნის მიზნით, კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის სამინისტრო აგრძელებს განაცხადების მიღებას შემდეგ პროფესიებში: – ქვითხურო (ქვისმთლელი მწყობელი; ჩუქურთმის მჭრელი; დეკორატორი);
– ხითხურო; ყოველი სადურგლო სამუშაოს შემსრულებელი.
– კირითხურო (მლესავი; ყორემწყობელი; მძერწავი);
– სახურავთა ოსტატი (კრამიტ-ლორფინის ოსტატები; მეთუნუქე ოსტატები)
– მჭედელ-ზეინკალი;
– მეავეჯე; ხარატი; დეკორატორი.
რეესტრში მოსახვედრად პრაქტიკოს ოსტატებს 15 ივნისამდე კიდევ აქვთ შესაძლებლობა მიმართონ საქართველოს კულტურის სამინისტროს ფეისბუქის ოფიციალური გვერდის, ოფიციალური ელექტრონული ფოსტის [email protected] ან ცხელი ხაზის მეშვეობით ნომერზე 2-022-229.

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g