LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

თებერვალში ტურისტული ვიზიტების რაოდენობა და შემოსავლები საქართველოში მნიშვნელოვნად გაიზარდა

83
274826122_319023246935155_6574782118672258069_n

2022 წლის თებერვალში, საქართველოში 165, 626 საერთაშორისო მოგზაურის ვიზიტი შედგა, რაც 2019 წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით +35.3%-ით მეტია. ამის შესახებ ინფორმაციას ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაცია ავრცელებს.

მათივე ცნობით, 2021 წლის თებერვალთან შედარებით ზრდამ +297% შეადგინა. ამასთან, განმარტავენ, რომ თებერვალში განსაკუთრებით გაიზარდა ტურისტული ვიზიტების რაოდენობა. 2022 წლის მეორე თვეში საქართველოში 137,148 საერთაშორისო ტურისტის ვიზიტი შედგა, აღდგენა 2019 წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით +55.4%-ია, ხოლო 2021 წლის თებერვალთან შედარებით ზრდამ +282% შეადგინა.

ტურიზმის ადმინისტრაციაში ამბობენ, რომ ტურიზმის აღდგენის სწრაფი დინამიკა აისახება შემოსავლებზეც. კერძოდ, 2022 წლის თებერვალში საერთაშორისო მოგზაურობიდან მიღებულმა შემოსავალმა 105,218,484 აშშ დოლარი შეადგინა, რაც 2019 წლის მაჩვენებლის 62.2%-ით აღდგენაა. 2021 წლის თებერვალთა შედარებით, საერთაშორისო მოგზაურობიდან შემოსავლები 91,568,460 (+670.8%) აშშ დოლარით გაიზარდა.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

mazda magti 5g