LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

თებერვლის მეორე ნახევრიდან სტაბილიზაცია იქნება, რამდენად სწრაფადაც მატულობს შემთხვევები, ველით, რომ კლებაც ასეთივე სწრაფი იქნება: ჩხაიძე

645
ივანე ჩხაიძე

იაშვილის სახელობის ბავშვთა ცენტრალური საავადმყოფოს სამედიცინო დირექტორი, ივანე ჩხაიძე თებერვლის მეორე ნახევრიდან ეპიდვითარების დასტაბილურებას ელის.

ჩხაიძე აცხადებს, რომ აქვთ მოლოდინი, რამდენად სწრაფადაც მატულობს შემთხვევები, ასეთივე სწრაფი იქნება შემთხვევების კლებაც:

“ჰოსპიტალიზაციის მაჩვენებელი არ არის ისეთი მაღალი, როგორც ეს “დელტა” შტამის დროს იყო. ამის ერთ-ერთი დადასტურებაა ქვეყანაში თავისუფალი საწოლების რაოდენობა. მიუხედავად იმისა, რომ მესამე კვირაა, ქვეყანაში ინფიცირების მაჩვენებელი იზრდება, 2 500-ზე მეტი თავისუფალი საწოლია დარჩენილი.

თებერვლის მეორე ნახევრიდან, სტაბილიზაცია იქნება. რამდენად სწრაფადაც მატულობს შემთხვევები, ასევე, ველით, რომ ასეთივე სწრაფი იქნება შემთხვევების კლება და თებერვლის მეორე ნახევრიდან, ალბათ, მე-6 ტალღის დაღმავალი პერიოდი გვექნება,” – აცხადებს ჩხაიძე.

კულუმბეგოვი: ჰოსპიტალში მყოფი ადამიანების რაოდენობა ისტორიულ მინიმუმზეა

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g