LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

”თეგეტა მოტორსის” ცენტრებში 20%-მდე ფასდაკლების აქცია დაიწყო

181

”თეგეტა მოტორსის” სერვისცენტრებში 20%-მდე ფასდაკლების აქცია დაიწყო. როგორც ”ფორტუნას” კომპანიიდან აცნობეს, აქციის ფარგლებში მომხმარებელს შესაძლებლობა აქვს შეიძინოს: საბურავები – 49 ლარიდან, ნათურები და აალების სანთლები – 5 ლარიდან, ღვედები – 17 ლარიდან, ხუნდები – 32 ლარიდან, სამუხრუჭე დისკები – 50 ლარიდან, აკუმულატორები – 105 ლარიდან.

”აქციის ფარგლებში მომხმარებლებს შეუძლიათ ”თეგეტა მოტორსის” როგორც თბილისის,  ასევე ბათუმის, ზუგდიდის, ფოთის, ქუთაისის, გორის, ახალციხისა და თელავის ცენტრებში შეიძინოს ნებისმიერი მსუბუქი ავტომობილის მაღალი ხარისხის სათადარიგო ნაწილები, საბურავები და აკუმულატორები სპეციალური ფასებით.  ფასდაკლების აქცია მოქმედებს 31 მაისის ჩათვლით ”თეგეტა მოტორსის” თვრამეტივე სერვისცენტრში მთელი საქართველოს მასშტაბით, როგორც ერთიანი გადახდისას, ასევე 0%-იანი განვადებით შეძენის შემთხვევაში”, – განაცხადეს ”თეგეტა მოტორსში”.

მათივე ინფორმაციით, გარდა ამისა,  ქსელში საგაზაფხულო ფასდაკლება ვრცელდება TOYOTA Rav-4-ისა და MITSUBISHI Pajero IO-ს საბურავებზე.  16 მაისამდე აღნიშნული ავტომობილების მფლობელებს შეუძლიათ შეიძინონ საბურავები მხოლოდ 80 ლარიდან.

ცნობისთვის, ”თეგეტა მოტორსი” უკვე 20 წელია, რაც ქართულ ბაზარზეა წარმოდგენილი და ავტო ინდუსტრიაში მუდმივად ინარჩუნებს ლიდერის პოზიციას. ის  საქართველოში უმსხვილესი იმპორტიორია მსოფლიოს წამყვანი ბრენდების  მიერ წარმოებული საბურავების, ზეთების, აკუმულატორების და მსუბუქი ავტომობილების სათადარიგო ნაწილების მიმართულებით.

”თეგეტა მოტორსის” ცენტრებში წარმოდგენილია  მსოფლიოში წამყვანი ისეთი ბრენდების უმაღლესი

ხარისხის პროდუქცია,როგორებიცაა : Bridgestone, Michelin, Riken, Falken, Varta, Exide, Shell, Motul, Meguin, Hengst, ZF Parts, Lemforder, Sachs, Philips, Bosch, Febi, Federal Mogul  და სხვა.

 

წყარო: fortuna.ge

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები