LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„თეგეტა მოტორსის“ მომხმარებელს 20%-მდე თანხა უკან დაუბრუნდება

49

დღეიდან „თეგეტა მოტორსის“ ერთგულ მომხმარებელს, რომელიც სასურველ პროდუქციას შეიძენს „თეგეტა მოტორსის“ ცენტრებში, უკან დაუბრუნდება 20%-მდე თანხა ქულების სახით „თეგეტა ქარდზე“.

ამის შესახებ ”ფორტუნას” კომპანიიდან აცნობეს. მათივე ინფორმაციით, აქცია მოქმედებს როგორც ნაღდი ანგარიშსწორებისას, ასევე განვადებით შეძენის შემთხვევაში. დაგროვილი ქულები კლიენტს შეუძლია გაანაღდოს „თეგეტა მოტორსის“ ფილიალებში ნებისმიერ პროდუქციაზე.

”თუ თქვენ ჯერ კიდევ არ ხართ „თეგეტა ქარდის“ მფლობელი, „თეგეტა მოტორსში“ ნებისმიერი პროდუქტის ან მომსახურების შეძენისას, მიმართეთ გაყიდვების კონსულტანტს, სექტორის მენეჯერს ან აღრიცხვის ოპერატორს, რომლებიც დაგეხმარებიან რეგისტრაციაში, ამისათვის მხოლოდ პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტის (პირადობის მოწმობა, მართვის მოწმობა, პასპორტი) წარდგენა და საკონტაქტო ტელეფონის მითითებაა საჭირო, რის შემდეგაც გადმოგეცემათ „თეგეტა ქარდი“, – აცხადებენ კომპანიაში.

მათივე ცნობით, „თეგეტა ქარდის“ მიღება და აღნიშნული ბარათით სარგებლობა შესაძლებელია „თეგეტა მოტორსის“ სერვისს ცენტრებში როგორც თბილისში, ასევე ბათუმში, ზუგდიდში, ფოთში, ქუთაისში, ახალციხეში, გორში, რუხსა და თელავში.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები