LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ტეილორ სვიფტი და კელვინ ჰარისი დაშორდნენ

95

ტეილორ სვიფტი კელვინ ჰარისს დაშორდა. დაშორების მიზეზი, როგორც Radar Online წერს, ჰარისის ფოტოები გახდა, რომელიც პაპარაცებმა მას ლოს-ანჯელესში ტაილანდური მასაჟის სალონიდან გამოსვლისას გადაუღეს.

კელვინს პირადი მასაჟისტი ჰყავს, ამიტომ იაფფასიან სალონში სტუმრობას, სადაც მომსახურება $40 ღირს, ტეილორს კითხვები გაუჩინა. ტაბლოიდის წყაროს ცნობით, ფოტოს ნახვის შემდეგ მომღერალმა ივარაუდა, რომ ჰარისმა მას უღალატა. განმარტება, რომ პირადი მასაჟისტი ავად იყო, ჰარისს კი მხრების მასაჟი სასწრაფოდ ესაჭიროებოდა, სვიფტისთვის დამაჯერებელი არ აღმოჩნდა. შედეგად, მომღერალმა საყვარელ მამაკაცთან დაშორება გადაწყვიტა.

ჰარისმა სიტუაციის გამოსწორება სცადა, თხოვდა სვიფტს, შეხვედროდა, თუმცა მომღერალმა თანაშემწეს დახმარებით შეხვედრაზე უარი განუცხადა.

ვარსკვლავების რომანის დასრულების შესახებ ინფორმაცია თავდაპირველად მოღერალის წარმომადგენელმა უარყო, შემდეგ კი თავად კელვინმა, რომელმაც მედია ტყუილების გავრცელებაში დაადანაშაულა. სვიფტის ახლო მეგობარმა, სელენა გომესმა წყვილის დაშორების შესახებ ინფორმაციას „სისულელე“ უწოდა.

ტეილორ სვიფტი და კელვინ ჰარისი ერთმანეთს თითქმის ნახევარი წელია, ხვდებიან. ბოლოს ისინი ერთად 12 აგვისტოს გამოჩნდნენ.

 

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები