LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ტეილორ სვიფტი და კელვინ ჰარისი ერთმანეთს ღალატობდნენ

190

ტეილორ სვიფტი და კელვინ ჰარისი ურთიერთობის დანგრევაში თანაბრად დამნაშავეები არიან, რადგან ერთმანეთს ორივე ღალატობდა, ამის შესახებ RadarOnline წერს.

გამოცემის ცნობით, 26 წლის სვიფტმა და 32 წლის ჰარისმა დაშორების შესახებ 2 ივნისს განაცხადეს, თუმცა ტეილორი მსახიობ ტომ ჰიდლსტონთან ერთად წვეულებაზე Met Gala ერთი თვით ადრე დააფიქსირეს. იმ ღამეს სვიფტი და ჰიდლტონი შეუჩერებლად ცეკვავდნენ და ყველას ყურადღება მიიქციეს.

კელვინ ჰარისთან დაშორებიდან ცოტა ხანში სვიფტმა საჯარო გახადა მისი და ჰიდლსტონის ურთიერთობა, შედეგად კი ჰარისმა ყოფილი მეგობარი გოგო სოციალური ქსელებიდან წაშალა.

ჟურნალისტებმა აღმოაჩინეს, რომ მოღალატე მხოლოდ ტეილორი არ ყოფილა. ჰარისი ეროტიკულ ფოტოებს სხვა ქალს უგზავნიდა მაშინ, როდესაც ტეილორთან ერთად იყო.

კელვინისა და ტეილორის წარმომადგენლებს კომენტარი აღნიშნულთან დაკავშირებით ჯერ არ გაუკეთებიათ.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულალურები