,,გლასტონბერის” ფესტივალზე, რომელზე მოხვედრაც ყველა არტისტის კარიერისთვის საოცნებო განაცხადია, ტეილორ სვიფტი იმღერებს. ინფორმაციას თავად ტეილორი ტვიტერის გვერდზე ავრცელებს. ფესტივალის დამფუძნებელი ამბობს, რომ აღნიშნული ფაქტით მოხარულია.
“ის მსოფლიოში ერთ-ერთი ყველაზე დიდი ვარსკვლავია და მისი სიმღერები საოცარია”- წერს მაიკლ ივისი.
I’m ecstatic to tell you that I’ll be headlining Glastonbury on its 50th anniversary – See you there! 💋 pic.twitter.com/2gJ40mEiDH
— Taylor Swift (@taylorswift13) December 15, 2019
29 წლის მომღერალი, რომელმაც წლის ყველაზე მაღალანაზღაურებადი მომღერლის ტიტული მოიპოვა, თაყვანისმცემლებს ღია ცის ქვეშ ნამდვილ დღესასწაულს 2020 წლის ივნისის თვეში მოუწყობს.
გლასტონბერი ფესტივალის დაარსების 50 წლის იუბილეს იზეიმებს. მსოფლიოში უდიდესი მუსიკისა და წარმოდგენების ღია ცის ქვეშ გამართული დღესასწაული, 24-28 ივნისს გაიმართება.
დაიანა როსი გლასტონბერის ფესტივალზე იმღერებს (ფოტო)
ცნობისთვის, 2020 წლის გლასტონბერის ფესტივალზე დასასწრები 130 ათასი ბილეთი უკვე გაყიდულია, ორგანიზატორების განცხადებით, ბილეთები სრულად 34 წუთში ამოიწურა.