მიმდინარე წლის ივლისში ტეილორ სვიფტმა ახალი, რიგით მე-8 სტუდიური ალბომი Folklore გაავრცელა, რომელიც თვითიზოლაციაში ყოფნისას შექმნა. ნამუშევარმა საოცარი წარმატება მოიპოვა და რამდენიმე რეკორდიც მოხსნა.
ტეილორ სვიფტის ახალმა ალბომმა რამდენიმე რეკორდი დაამყარა
ახლა კი ცნობილი გახდა, რომ ალბომი Folklore პირველი ნამუშვარი გახდა, რომელიც 2020 წელს მილიონ ასლად გაიყიდა. მუსიკის კრიტიკოსები ალბომს არნახულ წარმატებას უწინასწარმეტყველებენ და ვარაუდობენ, რომ მომდევნო თვეს ის „გრემის“ რამდენიმე ჯილდოს მოიპოვებს. „ბილბორდის“ ცნობით, გასულ თვეს ალბომის 57 000 ასლი გაიყიდა. საერთო ჯამში კი გაყიდული ალბომების მაჩვენებელი 1,038 მილიონია.
„ზოგიერთ მყიდველს გაუმართლებს და ალბომში კატის ბეწვს ან ღვინის ნაკვალევს აღმოაჩენს, რომელიც ზოგჯერ ავტოგრაფების დაწერისას მეღვრება ხოლმე“ – დაწერა არტისტმა „ტვიტერზე“ და ალბომების ფონზე თავისი კატის ფოტოც გააზიარა.
Along with the signed cd, some lucky purchasers of these items may even receive complimentary cat hair stuck inside the pages. Or the aromatic scent of white wine I occasionally spill while signing. #Caturday https://t.co/zSHpnhCKmB pic.twitter.com/LkasmuV83Y
— Taylor Swift (@taylorswift13) October 17, 2020
აღსანიშნავია, რომ გაყიდული ალბომების კუთხით, ტეილორ სვიფტის რეკორდი მისთვის პირველი არ არის, გასულ წელს გამოსული ნამუშევარი Lover, ასევე უპრეცენდენტო ოდენობით გაიყიდა.