LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ტეილორ სვიფტის შემდეგ, ტრევის სკოტი – რეპერმა მიწისძვრა გამოიწვია

170
travis-scott-rome-concert

თუ ქალ არტისტებს შორის ლიდერობას არავის უთმობს ტეილორ სვიფტი, ამ მხრივ მამაკაცებში უპირობო – ტრევის სკოტია.

33 წლის რეპერის პოპულარობა წლიდან წლამდე უსაზღვროდ მზარდია. მას ყველა დროის უდიდეს პერფორმერს უწოდებენ, მისი ყოველი პერფორმანსი კი საოცარი სანახაობრივი ეფექტებითა და მსმენელთა დასწრების წარმოუდგენელი რაოდენობით, ყოვგვარ მოლოდინს აჭარბებს.

ახლახან, კაილი ჯენერის ექს ბოიფრენდი, ბრაზილიას სტუმრობდა. სან-პაულუში გამართული კონცერტი, ჰოპ ჰოპ შემსრულებლის კარიერაში, ერთ-ერთი მასშტაბური შოუ აღმოჩნდა. არტისტი, 115 000 მეტი მსმენელის წინაშე წარდგა.

გაირკვა, რომ მისი წარმოდგენა მიწისძვრის მიზეზი გახდა. ეს არ არის პირველი შემთხვევა, როცა ტრევის სკოტის კონცერტი მიწისძვრას იწვევს. იგივე მოხდა იტალიაში. რომში გამართულ კონცერტზე მცირე, თუმცა სეისმოლოგებმა 1.3 მაგნიტუდის მიწისძვრა დააფიქსირეს.

შეგახსენებთ, რომ აქამდე, სეისმური აქტივობის მიზეზი, ტეილორ სვიფტის კონცერტებიც გამხდარა.

ტეილორ სვიფტმა კიდევ ერთი მიწისძვრა გამოიწვია

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები