ყველასთვის ცნობილია, რომ ზეინი სოლო კარიერამდე, One Direction-ის წევრი იყო. ის პირველი გახლდათ, ვინც ბოი ბენდს 2015 წელს გამოეყო, რის შემდეგაც ჯგუფმა ლიამ პეინის, ნაილ ჰორანის, ჰარი სტაილზისა და ლუის ტომლინსონის შემადგენლობით, 2016 წელს, უვადო შემოქმედებითი პაუზა აიღო.
როგორც დამოუკიდებელი არტისტი, ზეინი მუსიკალურ ასპარეზზე, 2016 წლიდან გამოჩნდა. ამავე წელს გამოუშვა მან სადებიუტო სოლო სტუდიური ალბომი – Mind of Mine.
ამ დროისთვის, 31 წლის მუსიკოსის სოლო დისკოგრაფია 4 ფირფიტას აერთიანებს, რომელთაგან ბოლო – Room Under the Stairs, 17 მაისს გამოვიდა.
გაირკვა, რომ კრებულის მხარდასაჭერად, ჯიჯი ჰადიდის ექს ბოიფრენდი, რომლისგანაც მას ქალიშვილი ჰყავს, პირველ სოლო ტურნეს გამართავს. Stairway To The Sky Tour-ით, ის 23 ოქტომბრიდან 3 დეკემბრამდე, ჩრდილოეთ ამერიკისა და ევროპის მასშტაბით იმღერებს და ჯამში, 11 კონცერტს ჩაატარებს.