ისტორიაში პირველად, ,,ვიქტორიას სიქრეტის” შოუს მუსიკალურად, მხოლოდ ქალი არტისტები გააფორმებენ. პირველი, ვინც მათგან დაანონსდა, საკულტო მუსიკოსი – შერია. ის პოდიუმზე ,,ანგელოზებს”, ყველა დროის საუკეთესო ჰიტების შესრულებით შეხვდება.
,,თუმცა ის მარტო არ იქნება”, – აღნიშნულია ქალის თეთრეულის ბრენდის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.
სხვა რომელი შემსრულებლები დაუმშვენებენ გვერდს ლამაზმანებს ჩვენების დროს, ჯერჯერობით არ ხმაურდება.
აღსანიშნავია, რომ ლეიბლის წარმოდგენების სერია, რომელიც სტარტს 1995 წლიდან იღებს, ბოლოს 2018 წელს ჩატარდა.
6 წლიანი პაუზის შემდეგ, Victoria’s Secret-ის დეფილე 10 ოქტომბერს, ნიუ-იორკში გაიმართება.