LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ტეილორ სვიფტისა და ტრევის კელსის ქორწილის თარიღი ცნობილია

274
photo-collage.png

ტეილორ სვიფტისა და ტრევის კელსის ქორწილის სავარაუდო თარიღად, 13 ივნისი დასახელდა. მიუხედავად იმისა, რომ მედიაში თარიღი აქტიურად განიხილება, თავად წყვილს ზუსტი დღე ოფიციალურად ჯერ კიდევ არ დაუდასტურებია.

ინსაიდერის თქმით, 13 არტისტის იღბლიანი რიცხვია, ეს დღე კი შაბათს ემთხვევა, რაც ზაფხულის ქორწილისთვის იდეალურია.

გარდა ამისა, თარიღი მორგებულია კელსის ნაციონალური საფეხბურთო ლიგის (NFL) გრაფიკს, რათა წყვილმა თაფლობის თვის გატარება ივლისის ბოლოს დაგეგმილ საწვრთნელ შეკრებებამდე მოასწროს.

გავრცელებული ინფორმაციით, საქორწილო ცერემონია როდ-აილენდში (აშშ), სვიფტის კუთვნილ მამულსა და ახლომდებარე ხუთვარსკვლავიან სასტუმროში – Ocean House გაიმართება.

ამასთან, სტუმრების სავარაუდო სიისა და საქორწილო კაბის დიზაინერის შესახებ არაერთი ვერსია ვრცელდება. საუბრობენ, რომ ქორწილს უამრავი ვარსკვლავი დაესწრება, მათ შორის – სელენა გომესი, ჯიჯი ჰადიდი და ემა სტოუნი, კაბას კი პატარძლისთვის ბრიტანელი მოდელიერი, სარა ბარტონი შექმნის, რომელსაც ქეით მიდლტონის საქორწილო კაბა ეკუთვნის.

შეგახსენებთ, რომ ტეილორ სვიფტმა და ტრევის კელსიმ ინფორმაცია ნიშნობის შესახებ ოფიციალურად, 2025 წლის აგვისტოში გაასაჯაროვეს.

დონალდ ტრამპი ტეილორ სვიფტისა და ტრევის კელსის ნიშნობას გამოეხმაურა

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები