LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ტეილორ სვიფტმა ადრეულ ალბომებზე საკუთრების უფლება მოიპოვა

141
photo-collage.png

ტეილორ სვიფტმა 2006-2017 წლებში თავისი ჩაწერილი ექვსი სტუდიური ალბომი – Taylor Swift, Fearless, Speak Now, Red, 1989 და Reputation გამოისყიდა და მათზე საკუთრების უფლება მოიპოვა. არტისტმა 30 მაისს ქსელში ფოტოები გამოაქვეყნა, რომლებზეც საკუთარ პირვანდელ ჩანაწერებთან ერთადაა აღბეჭდილი და გამარჯვებას ზეიმობს.

გარიგება, რომლის ღირებულება $360 მილიონად შეფასდა, ამიერიდან სვიფტს საკუთარი ადრეული მუსიკალური კატალოგის მიმართ, რაც ასევე მოიცავს ვიდეოებს, კონცერტების ჩანაწერებსა და გამოუქვეყნებელ სიმღერებს, სრულ კონტროლს აძლევს.

ყველასთვის ცნობილია, რომ 2006-2017 წლებში სვიფტის ექვსი ალბომი ხმისჩამწერი სტუდიის – Big Machine Records ქვეშ გამოვიდა. მაშინ, ტეილორი ამ ჩანაწერების საკუთრების უფლებით არ სარგებლობდა. 2019 წელს, ლეიბლი მუსიკალურმა მენეჯერმა, სკუტერ ბრაუნმა შეიძინა, შემსრულებლის მასტერ ჩანაწერები კი მის მფლობელობაში გადავიდა. მომღერლის არაერთი მცდელობისა და სურვილის მიუხედავად თავად ყოფილიყო მისი შემოქმედების მფლობელი, უშედეგოდ ჩაიარა. 2020 წელს, ბრაუნმა ისინი Shamrock Capital-ს მიყიდა.

საკუთარი მუსიკის დაბრუნების მიზნით, სვიფტმა თავდაპირველი ალბომების ხელახალი ჩაწერა დაიწყო, რაც მას საშუალებას აძლევდა ახალი ორიგინალური ჩანაწერების საკუთრება ჰქონოდა. ამ ინიციატივის ფარგლებში, მან 2021 და 2023 წლებში ალბომები: Fearless, Red, Speak Now და 1989 Taylor’s Version-ით გამოუშვა.

მუსიკოსის ინფორმაციით, სადებიუტო სტუდიური ალბომის, Taylor Swift (Taylor’s Version) ხელახალი ჩაწერა დასრულებულია, ხოლო Reputation (Taylor’s Version) ჯერ მხოლოდ ნაწილობრივაა მზად.

ამჟამად, ტეილორ სვიფტის დისკოგრაფია, 11 სტუდიურ ალბომს აერთიანებს.

სვიფტის წარმატებას არაერთი მისი კოლეგა გამოეხმაურა და მას დამსახურებული გამარჯვება მიულოცა. წერენ, რომ ეს ნაბიჯი არა მხოლოდ მისი პირადი გამარჯვება, არამედ მნიშვნელოვანი მაგალითია მუსიკალურ ინდუსტრიაში არტისტების უფლებების დაცვის კუთხით.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები