LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ფოტო: ტეილორ სვიფტმა ბოლო 16 წლის მანძილზე 12 შეყვარებული გამოიცვალა

265
ტეილორ-სვიფტი

ტეილორ სვიფტი, როგორც პოპ კულტურაზე ყველაზე დიდი გავლენის მქონე მუსიკოსი, საინტერესოა პირადი ცხოვრებითაც. ის იმ ვარსკვლავების სიას ეკუთვნის, ვინც არასოდეს მალავს პირად ურთიერთობებს და არც პაპარაცების გამოჩენას ერიდება. დღეს სვიფტი რომანტიკულ ურთიერთობებშია ამერიკული ფეხბურთის ვარსკვლავთან, ტრევის კელსისთან. ტრევისს სვიფტი 2023 წლის ზაფხულიდან ხვდება, არადა ამავე წლის მაისში ის ყოფილ შეყვარებულს, მუსიკოს მეტიუ ჰეილის დაშორდა.

ფოტო: ტეილორ სვიფტისა და ტრევის კელსის რომანტიკა „სუპერბოულზე“ გამარჯვების შემდეგ

პირველად ტეილორ სვიფტის რომანზე 2008 წელს დაიწერა, როცა ის მუსიკოს ჯო ჯონას ხვდებოდა. ეს ურთიერთობა მალევე დასრულდა და სვიფტი იხსენებს, რომ მას ჯონასი 20 წამში ტელეფონით დაემშვიდობა. მაშინ ის მხოლოდ 18 წლის იყო. სწორედ ჯონასს მიუძღვნა სვიფტმა თავისი ცნობილი სიმღერა Forever and Always. ცოტა მოგვიანებით, 2009 წელს სვიფტმა თავისი კლიპის You Belong With Me გადაღებებზე მსახიობი ლუკას ტილი გაიცნო და მასთან რომანი გააბა, თუმცა ეს ურთიერთობა მხოლოდ ერთ თვეს გაგრძელდა. ამავე წელს სვიფტმა ფილმ „ვალენტინის დღის“ გადაღებებზე გაიცნო მსახიობი ტეილორ ლოტნერი, რომელიც მაშინ საოცრად პოპულარული იყო და წყვილს შორის რომანიც დაიწყო. ყველაფერი დეკემბერში დაიწყო და თებერვალში დასრულდა. სწორედ მას მიუძღვნა ტეილორმა სიმღერა Back to December.

„ძალიან შეყვარებულები“ – ტეილორ სვიფტისა და ტრევის კელსის უახლესი ფოტოები ინტერნეტსივრცეს იპყრობს

სკანდალური აღმოჩნდა სვიფტისა და ჯონ მაიერის რომანი, ხანმოკლე და დაძაბული. სვიფტმა მას მიუძღვნა სიმღერა Dear John, რამაც მაიერის დიდი აგრესია გამოიწვია. 2010 წლის ოქტომბრიდან 2011 წლის იანვრამდე, სვიფტი მსახიობ ჯეიკ გილენჰაალს ხვდებოდა, წყვილის ექსკლუზიური ფოტოები გარეკანზე ცნობილმა გამოცემამ Us Weekly-იმ გამოაქვეყნა. 2012 წელს სვიფტი ცოტა ხნით კონორ კენედიაცს ხვდებოდა, მალე კი ჰარი სტაილსი გაიცნო და მასთან რომანიც გააბა. წყვილმა ერთად 2013 წლის იანვრამდე დაჰყო, სვიფტმა ამავე წლის „გრემიზე“ სტაილსი სცენიდან გაანადგურა.

2015-დან 2016 წლამდე სვიფტი მუსიკოს კევინ ჰარისს ხვდებოდა, ისინი როგორც წყვილი, ერთად გამოჩნდნენ  Billboard Music Awards-ის ცერემონიაზე. 2016 წელს ტეილორ სვიფტის რჩეული მსახიობი ტომ ჰიდლსტონი იყო, ხოლო 2017 წლიდან სვიფტმა ხანგრძლივი ურთიერთობა დაიწყო. ეს გახლდათ ინგლისელი მსახიობი ჯო ალვინი, რომელზეც სვიფტი სიმღერებს წერდა, მასთან კონცერტების შემდეგ გარბოდა და არსად ჩნდებოდა მის გარეშე. წყვილი ერთად იყო ყველგან, დაჯილდოებაზე, კონცერტზე, პრემიერაზე, თუმცა არც ეს აღმოჩნდა მუდმივი და ისინი 2023 წელს, ექვსწლიანი ურთიერთობის შემდეგ დაშორდნენ. მალევე სვიფტმა მეტი ჰელისთან დაიწყო შეხვედრა და მას რამდენიმე თვეში დაშორდა.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g