LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

თეირანი-სტამბოლის რეისი ანკარაში საგანგებოდ დაეშვა – 132 მგზავრს კორონავირუსზე ამოწმებენ

193
BeFunky-collage

თეირანი-სტამბოლის რეისი თურქეთის დედაქალაქის აეროპორტში საგანგებოდ მას შემდეგ დაეშვა, რაც ერთ-ერთ მგზავრს კორონავირუსის სიმპტომები გამოუვლინდა. ამის შესახებ ინფორმაციას თურქული მედია ავრცელებს.

ამჟამად „თურქიშ ეარლაინსის“ თვითმფრინავი აეროპორტის ტარიტორიაზე საკარანტინო ზონაშია გადაყვანილი. ბორტზე 132 მგზავრი იმყოფება. ისინი ექიმების დაკვირვების ქვეშ არიან.

მედიკოსები მგზავრებს სიცხეს უზომავენ და სხვა სამედიცინო შემოწმებას უტარებენ.

უხანში 17 დღის ახალშობილი კორონავირუსისგან მედიკამენტების გარეშე გამოჯანმრთელდა

ამ დადებითი ფაქტის ფონზე მსოფლიო მასშტაბით, კორონავირუსით დაღუპულთა რიცხვი მაინც იზრდება, ამ დროისთვის ვირუსმა 2 698 ადამიანი იმსხვერპლა.

მსოფლიო მასშტაბით, ამ დროისთვის ვირუსმა 2 698 ადამიანი იმსხვერპლა. ინფიცირებულია 80 ათასზე მეტი ადამიანი. ფატალური შემთხვევების უმრავლესობა ჩინეთში გამოვლინდა.

კორონავირუსით ვირუსის შემთხვევების რაოდენობა 893-მდე გაიზარდა სამხრეთ კორეაში. რაც შეეხება ირანს, ქვეყანაში 60 პირია ინფიცირებული. ვირუსული ინფექციით გარდაცვლილთა რაოდენობა კი 12-მდეა. კორონავირუსის პირველი შემთხვევები გამოვლინდა ომანში.

ევროპაში კი, ინფიცირების ყველაზე მეტი – 229 შემთხვევა იტალიაში ფიქსირდება, სადაც დაღუპულია 7 ადამიანი.

8 დაღუპული და 43 ინფიცირებული - რა ზომებს იღებს ირანი კორონავირუსთან დაკავშირებით

რა ხდება ინფექციის ეპიცენტრში და მის ფარგლებს გარეთ- კორონავირუსის ახალი სტატისტიკა

საქართველოს ჯანდაცვის ეროვნული დაავადებათა ცენტრის ხელმძღვანელი აცხადებს, რომ ქვეყანა ე.წ. პანდემიური მზადყოფნის რეჟიმს აძლიერებს. ამირან გამყრელიძის განმარტებით, საკოორდინაციო საბჭოში შემავალი ყველა უწყება კომპეტენციის ფარგლებში იმოქმედებს. მისივე განცხადებით, ასევე მიმდინარეობს მსჯელობა, ახალი კორონავირუსის გამო, პრევენციის თვალსაზრისით, გადაიხედება თუ არა საქართველო-იტალიას შორის საჰაერო მიმოსვლის საკითხი.

საქართველო კორონავირუსთან დაკავშირებით მზადყოფნის რეჟიმს აძლიერებს

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g