„ასე ეცემა დიქტატორული რეჟიმები“, – ამის შესახებ ისრაელის თავდაცვის მინისტრი, ისრაელ კაცი სოციალურ პლატფორმა X-ზე წერს.
„თეირანს ტორნადომ გადაუარა. ძალაუფლების სიმბოლოები იბომბება და იშლება, მათ შორის, მაუწყებლობის ორგანო და ძალიან მალე სხვა სამიზნე ობიექტები, ხოლო მოსახლეობა გარბის. ასე ეცემა დიქტატურები“, – წერს ისრაელის თავდაცვის მინისტრი.
ცნობისთვის, დღეს გამთენიისას, ისრაელმა 50-ზე მეტი მოიერიშე თვითმფრინავით ირანის ცენტრიფუგებისა და რაკეტების წარმოების ობიექტებზე დარტყმები განახორციელა.
„საჰაერო ძალების 50-ზე მეტმა გამანადგურებელმა, დაზვერვის დეპარტამენტის ზუსტი დაზვერვის ხელმძღვანელობით, ბოლო საათებში თეირანის ტერიტორიაზე სამხედრო ობიექტებზე დარტყმების სერია განახორციელა“, – აცხადებენ ისრაელის თავდაცვის ძალებში.