LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ტეხასის 101 წლის მკვიდრმა მართვის მოწმობა წარმატებით გაახანგრძლივა

106
ტეხასის 101 წლის მკვიდრმა მართვის მოწმობა წარმატებით გაახანგრძლივა

ამერიკელმა მამაკაცმა მართვის მოწმობა 101 წლის ასაკში წარმატებით გაახანგრძლივა. ტეხასელმა ტომას დევისმა დამატებითი გამოცდები წარმატებით გაიარა. შტატის კანონით, 85 წელს გადაცილებულმა მძღოლებმა თავისი უნარები ყოველ 2 წელში უნდა დაამტკიცონ. მიუხედავად საპატიო ასაკისა, ტომასი აქტიურად იყენებს ავტომობილს და მასზე უარის თქმას ახლო მომავალშიც არ აპირებს.

დევისმა, რომელიც მეორე მსოფლიო ომის დროს მსახურობდა, გადაწყვიტა ტესტირება არა საჭიროების გამო, არამედ ინტერესის გამო გაევლო, მას სურდა დარწმუნებულიყო, რომ მოთხოვნებს სრულად დააკმაყოფილებდა. ანუ ვეტერანის მართვის მოწმობა უქმად არ დევს და ის ძველებურად მართავს თავის პიკაპს Chevrolet Silverado-ს, თუმცა ცდილობს სახლიდან ძალიან შორს არ წავიდეს.

ტომასის თქმით, ის მშვენივრად იაზრებს იმას, რომ ასაკთან ერთად რეაქციები გაუუარესდა, ამიტომ ცდილობს კიდევ უფრო მეტი სიფრთხილე გამოიჩინოს. მრავალწლიანი გამოცდილების მიუხედავად, ერთადერთი დარღვევა რომელიც მას აქვს – სიჩქარის გადაჭარბებისთვის აღებული ჯარიმაა, ესეც ბევრი წლის წინ გამოწერილი.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები