აშშ-ში, ტეხასის შტატში, მიგრანტთა თავშესაფართან ახლოს, ავტობუსის გაჩერებაზე ავტომანქანა ხალხის ჯგუფს დაეჯახა. ამის შესახებ „ბიბისი“ წერს.
მედიის ცნობით, ბოლო მონაცემებით, დაღუპულია 8 ადამიანი, ხოლო დაშავებულია სულ მცირე 5 ადამიანი. მათი მდგომარეობა მძიმეა.
შემთხვევა ქალაქ ბრაუნსვილიში, მექსიკის საზღვართან ადგილობრივი დროით 08:30 საათზე მოხდა.
მედიის ცნობით, ვარაუდობენ, რომ ეს მიზანმიმართული თავდასხმა იყო. მძღოლი დაკავებულია და მას ბრალი უკვე წაუყენეს.