თელავის მუნიციპალიტეტის სოფელ ქვემო ხოდაშენში საცხოვრებელი სახლი დაიწვა.
ხმიადაშვილების სახლს ხანძარი, სავარაუდოდ, სახურავიდან გაუჩნდა, რა დროსაც სახლში სამი ადამიანი იმყოფებოდა.
თავდაპირველად, ყველა მათგანმა შენობა დატოვა, თუმცა სახლის მეპატრონე უკან დაბრუნდა და გამოსვლა ვეღარ შეძლო.
ხანძარი გამთენიისას გაჩნდა და სწრაფად გავრცელდა.
როგორც „ფორტუნას“ საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურში განუცხადეს, ამ დროისთვის ხანძარი ლიკვიდირებულია.
სლაიდზე მთავარი ფოტო: IPN