LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

თელავის საბავშვო ბაღში 12 აღსაზრდელი ინტოქსიკაციით საავადმყოფოში გადაიყვანეს

166
საბავშვო-ბაღიიიი

თელავის მუნიციპალიტეტის სოფელ ბუშეტის საბავშვო ბაღში აღსაზრდელები მოიწამლნენ. რადიო “ფორტუნას” ინფორმაციით, ამ დროისთვის 12 ბავშვია ჰოსპიტალიზებული.  ბუშეტის ბაგა-ბაღის მენეჯერის, თათია კუპატაძის თქმით, 15 აღსაზრდელი ამ დროისთვის სახლში გადის მკურნალობას.

“ყოველდღე სხვადასხვა მენიუა და შესაბამისად ერთი და იგივე საკვები არ მეორდება. დღეს ბავშვებმა ყველიანი მაკარონი, ორცხობილა, ჩაი და ბანანი ჭამეს. თავდაპირველად სიმპტომები ბაგაში გამოვლინდა. ჯგუფში 14 ბავშვია, აქედან მხოლოდ სამს არ გამოუვლინდა მოწამვლის სიმპტომები. დღეს ბაღში სულ 32 ბავშვი იმყოფებოდა, აქედან 12 ჰოსპიტალიზებულია, 15 აღსაზრდელი კი სახლში გადის მკურნალობას”, – განაცხადა ბუშეტის ბაგა-ბაღის მენეჯერმა რადიო “ფორტუნასთან.”

ბუშეტის ბაღში უკვე იმყოფებიან სურსათის ეროვნული სააგენტოს თანამშრომლები. სააგენტოს ინფორმაციით, ადგილზე ხდება ნიმუშების აღება ლაბორატორიული კვლევისთვის, რომლის შედეგებიც უახლოეს დღეებში გახდება ცნობილი. ბაღი ინტოქსიკაციის მიზეზის დადგენამდე დროებით დაიხურა.

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g