თელავში, ფიცის დადების საზეიმო ცერემონიის დასრულების შემდეგ, ერთ-ერთმა სამხედრო მოსამსახურემ შეყვარებულს ხელი სთხოვა.
ეროვნული გვარდიის 20-ე კადრირებული ბრიგადის საწყისი საბრძოლო მომზადების 62 კურსადმთავრებულის ფიცის დადების ცერემონია ერეკლე მეფის სასახლის ეზოში გაიმართა.
ცერემონიალს ახალწვევამდელების ოჯახის წევრები და ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლები დაესწრნენ. ფოტოებს სოციალურ ქსელში “თელავის მერია” ავრცელებს.