LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

თელავში მამაკაცი ავტომობილით საკუთარ მეუღლეს დაეჯახა – როგორია დაშავებულის მდგომარეობა

1598
ავტოსაგზაო შემთხვევა

თელავში მამაკაცი ავტომობილით საკუთარ მეუღლეს დაეჯახა.

არსებული ინფორმაციით, შემთხვევა დღეს, თელავის რეფერალური საავადმყოფოს ტერიტორიაზე მოხდა.

თვითმხილველების ინფორმაციით, ავტომობილის მძღოლი მეუღლეს უკან სვლის დროს დაეჯახა. დაშავებული თელავის რეფერალურ საავადმყოფოში გადაიყვანეს.

როგორც „ფორტუნას“ თელავის რეფერალურ საავადმყოფოში განუცხადეს, შუახნის ასაკის ქალი კლინიკაში შეყვანილია ტრავმული დაზიანებებით და ინტენსიურ განყოფილებაში მკურნალობს.

„ფორტუნა“ მომხდარის შესახებ დეტალებს შინაგან საქმეთა სამინისტროში არკვევს, ინფორმაცია მიღებისთანავე განახლდება.

magti 5g