LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

თელავში “მიმინოს” აეროდრომის რეაბილიტაცია დასრულდა: შიდა ავიარეისების დაწყებაზე მოლაპარაკებები მიმდინარეობს

97
0O5A7114-1200x800

თელავი-ბათუმისა და მესტია-ბათუმის მიმართულებით, შესაძლოა, რეგულარული ფრენები დაინიშნოს. ინფორმაციას BM.GE ავრცელებს, რომელიც „აკ ეარ ჯორჯიას” ფინანსურ მენეჯერ ირინა მღებრიშვილს ესაუბრა.

„მიმდინარე ეტაპზე ინტენსიური დიალოგის პროცესში ვართ საქართველოს აეროპორტების გაერთიანებასთან. ისინიც უკვე განიხილავენ ამ მიმართულებით ფრენების დამატებას. ვფიქრობ, რომ იქნება თელავი-ბათუმი და მესტია-ბათუმი. მხოლოდ და მხოლოდ სახელმწიფო ხელშეკრულების ფარგლებში, სახელმწიფოს თანამონაწილეობის გზით იქნება ასეთი პროექტები გამართლებული,”-აცხადებს „აკ ეარ ჯორჯიას” ფინანსური მენეჯერი ირინა მღებრიშვილი BM.GE-სთან.

აღსანიშნავია, რომ თელავში, საავიაციო უნივერსიტეტმა “მიმინოს” აეროდრომის რეაბილიტაცია დაასრულა. აეროდრომი 20 ადგილიანი თვითმფრინავების მისაღებად მზად არის და თავის მხრივ, მოლაპარაკებებს აწარმოებს კომპანია „აკ ეარ ჯორჯიასთან”, რომელიც სახელმწიფოსთან გაფორმებული ხელშეკრულებით, ქვეყანაში შიდა ფრენებს ახორციელებს.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g